"ალიყურს მიიღებ", "უზრდელი ხარ" — სიტყვიერი დაპირისპირება კაკულიასა და კობერიძეს შორის
პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთმანეთს ქართული ოცნების დეპუტატი, რომან კაკულია და დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე დაუპირისპირდნენ.
კამათის დროს კობერიძემ კაკულიას უთხრა, რომ ის "ალიყურს მიიღებდა". კაკულიამ ეჭვი შეიტანა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი კანონპროექტის საკითხებში ღრმადაა ჩახედული, რასაც კობერიძემ უპასუხა, რომ კაკულია "სხვის დაკრულზე ცეკვავს".
ლევან კობერიძე: ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ოთხი წელია რა ხდება ეკონომიკაში ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას. არც პასუხი მოგითხოვია არავისთვის, თუ ძალიან გაინტერესებს.
რომან კაკულია: შენ ხო ხარ გარკვეული ძალიან...
კობერიძე: თუ ეგრე ლაპარაკი გინდა, შემიძლია გავაგრძელო, მათ შორის თუ გინდა ენერგეტიკა და გინდა ტელეკომუნიკაცია. რა პოლიტიკას ატარებ ერთი მითხარი, თუ იცი.
კაკულია: დიდი მადლობა, ყველაფერს გავარკვევთ. შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე, ყველანი მოხარულები ვართ ამ გამოღვიძებით და გვინდა... როგორც ჩანს მძინარე ფორმაში შემოგიყვანეს ქართულ ოცნებაში და ბოლოს გამოიღვიძე...
კობერიძე: მე მგონია, რომ ძალიან პირად შეურაცხყოფაზე გადადიხარ და მაგისთვის ახლა ალიყურს მიიღებ...
კაკულია: როგორც იწყებ, ისე გპასუხობ...
კობერიძე: ალიყურს მიიღებ მაგისთვის ახლა, ასე მგონია, რა. მიიღებ ალიყურს-მეთქი და ღირსიც იქნები.
კაკულია: მომისმინე, შენი ბღვერის არავის არ ეშინია. მგონი, ექიმი ხარ და ბულინგის სპეციალისტი თუ ხარ აგვიხსენი, რა. შენი პოლიტიკური ბულინგის არავის არ გვეშინია აქ. გეხვეწები, რა. შენ შეაშინე, ვისაც შეშინებია ის და დაწყნარდი, თუ ძმა ხარ. მორჩი, რა, ამ რაღაც ბოდიალსა და დემაგოგიას
კობერიძე: შენ ხარ უზრდელი ახლა და მაგისთვის მიიღებ...
კაკულია: მაგასაც ვნახავთ, ვინ რას მიიღებ...
კობერიძე: დემაგოგიც ხარ და მიიღებ მაგარ ალიყურს და ცოტა ღირსება შეინარჩუნე...
კაკულია: გვიან გამოიღვიძე ძალიან...
კობერიძე: ვინ გამოიღვიძა გვიან, მაგას ვხედავ. შენ არ გამოგიღვიძია და კმაყოფილი ხარ.
პარლამენტში განიხილება სადაო კანონპროექტი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს ეხება. პროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.
კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.
აღნიშნულ ცვლილებას ოპოზიციაში საშიშს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ბიზნესს დააზარალებს და ინვესტიციებს შეამცირებს. ცვლილებებს არ იზიარებენ სფეროს წარმომადგენლები.
კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური კი ამბობს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები