ევროპა მრეწველობის გამო ტყეებს საგანგაშო სისწრაფით კარგავს — კვლევა
ევროკავშირის ხმელეთის 38% ტყით არის დაფარული. ეს ხეები მეტწილად საშენი მასალის წარმოებისთვის გამოიყენება. თუმცა, 2016-2018 წლებში ბიომასა წინა წლებთან შედარებით განსაკუთრებით შემცირდა. ამ პერიოდში ხეების მოჭრა 2011-2015 წლებთან შედარებით 69%-ით გაიზარდა. შედეგად, ახალი კვლევის მიხედვით, სამრეწველო ტყის ფართობი 49%-ით გაიზარდა.
ახალი მონაცემების მიხედვით, ევროპაში ტყეების გაკაფვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მომატებულია, რაც ევროკავშირის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას აფერხებს.
აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის ცვლილებების, ბუნებრივი ხანძრების და რიგი ფაქტორების გამო ტყის მოცულობა დაახლოებით 10%-ით იცვლება ხოლმე, თუმცა ბოლო დროის ბიომასის შემცირება ადამიანური ფაქტორის გაზრდილ წვლილზე მიანიშნებს.
კვლევა, შესაძლოა, ხის წარმოებაზე მოთხოვნის არასტაბილური ზრდის ადრეული ინდიკატორი იყოს.
ტყის ბიომასის შემცირება ყველაზე თვალსაჩინო შვედეთში იყო. ევროკავშირში ხეების გაკაფვის ზრდის 29% სწორედ შვედეთზე მოდის. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე ფინეთია. 26 შესწავლილი ქვეყნიდან შედარებით დაბალი მაჩვენებელია პოლონეთში, ლატვიაში, პორტუგალიაში და ესტონეთში.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ბიომასის დაკარგვა დროებითია და ხეების საერთო რაოდენობა ნორმას დაუბრუნდება იმიტომ, რომ ეს ტყეები რეგენირებადია. თუმცა, ევროკავშირის ნახშირბადის ათვისების უნარი ბიომასის შემცირებასთან ერთად დროის მცირე პერიოდში დაიკლებს.
ტყეები ევროკავშირის სასათბურე აირების ემისიების 10%-ს შთანთქვაენ. არსებული პოლიტიკის გამო, მოჭრილი ხეების ადგილას ახლებს რგავენ, ამიტომ ბიომასა პრაქტიკულად უცვლელია და ხეების ხელახალი ზრდა ნაშირბადის დიოქსიდის ატმოსფეროდან შთანთქმას ამარტივებს, ამიტომ ევროპის ნახშირბადის ბალანსი საბოლოო ჯამში არ შეიცვლება.
თუმცა, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბიომასის ასეთი უეცარი შემცირების მიზეზის დადგენა მნიშვნელოვანია, რათა პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ქვეყნებმა დროული რეაგირება მოახერხონ. ეს კი დამატებით კვლევებს საჭიროებს
კომენტარები