ქსენონის ნახევარდაშლა — მკვლევრებმა "ყველაზე იშვიათი მოვლენა" დააფიქსირეს
ქსენონ-124 ინერტული აირია, რომელიც განსაკუთრებული იმითაა, რომ მას 18 მილიარდ ტრილიონ-წლიანი ნახევარდაშლის პერიოდი აქვს, რაც სამყაროს ასაკზე 1 ტრილიონი წლით მეტია.
ამ საოცარი პროცესის დაფიქსირება მეცნიერებმა ბნელი მატერიის დეტექტორით შეძლეს, რომელიც ნაწილაკთა ნახევარდაშლის საპოვნელად შექმნილი არც ყოფილა, თუმცა "ყველაზე იშვიათი და ნელი პროცესის" აღმოსაჩენად საკმარისად სენსიტიური იყო.
"ჩვენ ამ დაშლის დანახვა შევძელით. ეს ყველაზე ხანგრძლივი და ნელი პროცესია სამყაროში, რომელზე დაკვირვებაც მოხერხდა", — ამბობს კვლევის თანაავტორი ეთან ბრაუნი, — "ამ პროცესის ხილვა გასაოცარი იყო".
შეიძლება იფიქროთ როგორაა ნაწილაკის დაშლის ხილვა შესაძლებელი, როცა მისი ნახევარდაშლისთვის საჭირო დრო სამყაროს ასაკზე დიდია. სინამდვილეში ნახევარდაშლის პერიოდი ალბათური საზომია. ის განსაზღვრავს ნაწილაკის სრულად დაშლისთვის საჭირო დროის ნახევარს.
დეტექტორის სენსორზე საერთო ჯამში 3 500 კილოგრამი ქსენონი მოხვდა, ანუ დაახლოებით 1,701×1028 (17 მილიარდ მილიარდ მილიარდი) ატომი. ამათგან დაშლა ერთადერთმა ატომმა განიცადა.
ქსენონის დაშლა ორი სხვა ელემენტის, კრიპტონის და ბარიუმის მსგავსია. ანუ, ელემენტის ბირთვი მიმდებარე ელექტრონული ღრუბლიდან "იჭერს" ორ ელექტრონს, რომლებიც ბირთვის ორ პროტონთან ურთიერთქმედებენ და ნეიტრონებად გარდაიქმნებიან. პროცესში კი ორი ნეიტრინო თავისუფლდება. ფიზიკოსები ამ მოვლენას "ორმაგ დაჭერას" ეძახიან.
ქსენონის დაშლის დაფიქსირება მეცნიერებს ამ ელემენტის ნახევარდაშლის პერიოდზე მეტად ზუსტი წარმოდგენის შექმნის საშუალებას აძლევს.
კომენტარები