ძალადობა, ოჯახი, ქალის როლი — როგორია გენდერული ურთიერთობების აღქმა საქართველოში
ფოტო: Stephanie F. Scholz
"კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში", — ასე ჰქვია გაეროს (UNFPA და UNDP) მიერ მომზადებულ კვლევის ანგარიშს, სადაც საქართველოში არსებულ გენდერული ურთიერთობები და ამ მხრივ არსებული ტენდენციებია მიმოხილული. ანგარიშში განხილულია რესპონდენტების მხრიდან აღქმისა და ქცევების ცვლილების დინამიკა 2013 წლის შემდეგ.
გენდერული თანასწორობის აღქმა
მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ 2013 წლიდან დღემდე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერება საკმაოდ ამაღლებულია — ამჟამად, გენდერული თანასწორობის იდეას საქართველოს გაცილებით მეტი მოქალაქე უჭერს მხარს, ვიდრე ექვსი წლის წინ.
კვლევის ავტორებმა რესპონდენტებს გამოკითხეს სექსუალურ მრავალფეროვნების საკითხიც და გაარკვიეს, რომ საქართველოში, ქალებსა და კაცებს შორის, კვლავაც ნარჩუნდება ჰომოფობიური დამოკიდებულებები.
დოკუმენტის მიხედვით, ჰომოფობიური შეხედულებები კაცებს უფრო აქვთ გამჯდარი:
"ქალების ნახევარზე მეტი და ათიდან რვა კაცი აცხადებს, რომ არასოდეს ეყოლება ჰომოსექსუალი მეგობარი. კიდევ უფრო მეტს სჯერა, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება, და რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა სამარცხვინოა. ფოკუსჯგუფების შედეგებმა თანაბრად გამოავლინა ჰომოფობიური დამოკიდებულებები და ქცევები".
ფოტო: UNFPA/UNDP
ქალები და კაცები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში
გაეროს კვლევამ აჩვენა, რომ უთანასწორო დამოკიდებულებები რჩება ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და მათი ლიდერობის მიმართ: 10-დან, დაახლოებით, ოთხი კაცი არ თანხმდება, რომ თუ ქალს კაცის თანაბარი კვალიფიკაცია აქვს, მას თანაბარი ხარისხით შეუძლია იგივე სამუშაოს შესრულება.
ამასთან, ქალთა ჩართულობის მხრივ მხარდაჭერა საკმაოდ დიდია პოლიტიკის სფეროში, მაგრამ ყოველი მეორე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები.
ფოტო: UNFPA/UNDP
როდესაც მკვლევარებმა რესპონდენტებს ჰკითხეს, თუ ვის უფრო წარმოიდგენდნენ პრეზიდენტად, 56 პროცენტმა უპასუხა, რომ მათთვის კანდიდატის სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა რესპონდენტების 39 პროცენტის აზრით, კაცი უკეთესი კანდიდატი იქნებოდა. ასეთი აზრი მეტწილად კაცებმა გამოთქვეს.
ფოტო: UNFPA/UNDP
რაც შეეხება დასაქმების შესაძლებლობებს, კვლევის რესპონდენტების აზრით, ამ მხრივ კაცები და ქალები ერთნაირ წინააღმდეგობას აწყდებიან, თუმცა, კარიერული წინსვლისას, ქალებს მეტი სირთულე ხვდებათ:
"პასუხად კითხვაზე: თუ რას მიიჩნევენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას ყველაზე დიდ წინააღმდეგობად, ქალებმა საკუთარი ოჯახური მოვალეობები დაასახელეს".
ფოტო: UNFPA/UNDP
ოჯახური ურთიერთობები
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ საყოფაცხოვრებო ხარჯის თაობაზე გადაწყვეტილებას ოჯახში ქალები და კაცები ერთობლივად იღებენ. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ 2013 წელთან შედარებით, 2019 წლის საბაზისო მონაცემებით გამოჩნდა, რომ ახლა მეტი წყვილი იღებს საოჯახო ხარჯის გადაწყვეტილებას ერთობლივად:
ფოტო: UNFPA/UNDP
"ყოველი მეორე წყვილი აცხადებს, რომ საოჯახო ხარჯზე გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებენ, ხოლო სამიდან, დაახლოებით, ორი ამბობს, რომ იგივე ხდება დიდი ხარჯისა და ინვესტიციების შემთხვევაშიც".
მკვეთრად გენდერული ნიშნით არის განაწილებული საოჯახო საქმეც:
"ქალები ასრულებენ უამრავ სამუშაოს: ამზადებენ საჭმელს, ალაგებენ სახლს, უვლიან ბავშვებს. მიუხედავად იმისა, რომ, საოჯახო საქმის გამო, ქალებს კაცებზე მეტად ეშლებათ ხელი სამსახურში სახლში მოვალეობების ამგვარი განაწილებით, ძირითადად, ყველა რესპონდენტი კმაყოფილია. სახლის მოვლა კვლავაც ქალის მოვალეობად მიიჩნევა, და, ამ მხრივ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა".
ფოტო: UNFPA/UNDP
ფოტო: UNFPA/UNDP
ფოტო: UNFPA/UNDP
მიუხედავად ამისა, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ 2013 წელთან შედარებით, ახლა ნაკლები ქალი მიიჩნევს, რომ ოჯახში საბოლოო გადაწყვეტილებას კაცი უნდა იღებდეს. 2013 წელს ამ მოცემულობას ქალების 71 პროცენტი ეთანხმებოდა, 2019 წელს კი მხოლოდ მესამედი. კაცების წილიც მნიშვნელოვნად შემცირდა, 88-დან 68 პროცენტამდე.
ამასთან, 2013 წელთან შედარებით, 2019 წლის კვლევაში შემცირებულია კაცებისა და ქალების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ბავშვის მოვლა მხოლოდ ქალის პასუხისმგებლობაა:
"მნიშვნელოვნად შემცირდა — 81 პროცენტიდან 69 პროცენტამდე კაცებისა და, 76 პროცენტიდან 54 პროცენტამდე, ქალების შემთხვევაში".
ძალადობის აღქმა
კვლევისას გამოკითხული რესპონდენტების ინტერვიუსას, მკვლევარებმა გამოიკვლიეს ეკონომიკური, ემოციური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, ასევე ამ ყველაფრის აღქმა მათ მიერ და დაადგინეს შემდეგი:
- ინტიმური პარტნიორის მხრიდან ეკონომიკური ძალადობა, საშუალოდ, ყოველ მეხუთე ქალს განუცდია, ხოლო, დაახლოებით, ყოველი მესამე კაცი აცხადებს, რომ ამგვარი ქმედება ჩაუდენია;
- პარტნიორის მხრიდან ემოციური ძალადობა ყოველ მეხუთე ქალს განუცდია.
ინტიმური პარტნიორის მიმართ ძალადობა კაცებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ქალებისთვის. ასევე, დაახლოებით, ყოველი მეოთხე ქალი და ყოველი მესამე კაცი მიიჩნევს, რომ ქალი ქმარს სექსზე უარს ვერ ეტყვის. ხოლო, უფრო დიდი წილი, მათ შორის, ნახევარზე მეტი კაცი ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა პირადი საქმეა.
"კაცების 60 და ქალების 30 პროცენტი ეთანხმება აზრს, რომ კარგი ქალი ქმრის გადაწყვეტილებას არასოდეს აქცევს მსჯელობის საგნად, თუნდაც არ ეთანხმებოდეს".
ფოტო: UNFPA/UNDP
ქალებისა და კაცების უმრავლესობა იზიარებს, რომ კონტრაცეფციის ტიპზე გადაწყვეტილება წყვილმა ერთობლივად უნდა მიიღოს. თუმცა, მნიშვნელოვან რაოდენობას ანუ ქალების მეოთხედზე და კაცების მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ ფეხმძიმობის თავიდან არიდება მხოლოდ ქალის მოვალეობაა. იგივე რაოდენობის ქალებმა და კაცებმა განაცხადეს, რომ მიუღებელია, თუკი ცოლი ქმარს პრეზერვატივის გამოყენებას მოსთხოვს.
"კაცების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალს, რომელსაც პრეზერვატივი ექნებოდა, უწესო და "ადვილად ხელმისაწვდომ" ქალად შეაფასებდა".
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ქალებზე, დაახლოებით, ოთხჯერ მეტი კაცი იზიარებს შეხედულებას: "კაცს სექსუალური კონტაქტი სხვა ქალთანაც სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლესთან, ამ მხრივ, კარგი ურთიერთობა აქვს".
მეთოდოლოგია და კვლევის ინსტრუმენტები
ანგარიში გაეროს ერთობლივი პროგრამა "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში მომზადდა. კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს), ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა ხუთ რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის რეპრეზენტატული შერჩევა განხორციელდა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან. რესპონდენტები გამოკითხეს პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით.
საველე სამუშაოები 2019 წლის ივლის-ოქტომბერში ჩატარდა დაა ჯამში 2 408 რესპონდენტი გამოიკითხა. შერჩევა რეპრეზენტატულია ქვეყნის დონეზე. კვლევისთვის ინსტრუმენტად შეირჩა საერთაშორისო კვლევა "კაცები და გენდერული თანასწორობის" (IMAGES) კითხვარი, რომელიც, თვისობრივი კვლევის დასკვნების საფუძველზე, კონტექსტუალურად იყო ადაპტირებული.
-
OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა
გადახედვა
-
თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები
გადახედვა
-
მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს
გადახედვა
-
მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან
გადახედვა
-
Netflix-მა ფენტეზის ჟანრის სერიალი გამოუშვა, რომელსაც Rotten Tomatoes-ზე 100%-იანი შეფასება აქვს Netflix-მა ფენტეზის ჟანრის სერიალი გამოუშვა, რომელსაც Rotten Tomatoes-ზე 100%-იანი შეფასება აქვს
გადახედვა
-
ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი მომღერალი ნამდვილი სახელით კროსვორდი: გამოიცანი მომღერალი ნამდვილი სახელით
გადახედვა
-
ქვიზი: რა სიშორეზე გაგირბიან ქრაშები? ქვიზი: რა სიშორეზე გაგირბიან ქრაშები?
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი იქნება
გადახედვა
-
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა
გადახედვა
-
თინათინ რუხაძე შიო III-ს შეხვდა თინათინ რუხაძე შიო III-ს შეხვდა
გადახედვა
-
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას "ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას
გადახედვა
-
"ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას და ყველაფერი იქნება კარგად" — ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე "ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას და ყველაფერი იქნება კარგად" — ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
ჯონ სნოუს სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება 2027 წლამდე გადაიდო ჯონ სნოუს სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება 2027 წლამდე გადაიდო
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანმა "ოდისეას" გადაღებებზე აგების ჩაცმა აკრძალა — აი, რატომ კრისტოფერ ნოლანმა "ოდისეას" გადაღებებზე აგების ჩაცმა აკრძალა — აი, რატომ
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო
გადახედვა
-
PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება
-
მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული
გადახედვა


კომენტარები