Reuters: ირანი ევროპის წამყვან ქვეყნებთან ბირთვულ მოლაპარაკებებს გამართავს
ფოტო: REUTERS/Dado Ruvic/Illustration
ირანი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია პარასკევს სტამბოლში ბირთვულ მოლაპარაკებებს გამართავენ, რაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ ორშაბათს დილას დაადასტურა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართება და მოჰყვება იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ევროპის სამმა ქვეყანამ გააჟღერა, რომ მოლაპარაკებების განახლების წარუმატებლობის შემთხვევაში ირანს საერთაშორისო სანქციები ხელახლა დაეკისრება.
მოლაპარაკებები მას შემდეგ იმართება, რაც ე.წ. E3 ქვეყნებისა (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა პირველად ისაუბრეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბბას არაღჩისთან მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ ისრაელმა და აშშ-იმ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
ეს სამი ევროპული ქვეყანა, ასევე ჩინეთი და რუსეთი, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მხარეებად რჩებიან, საიდანაც აშშ 2018 წელს გამოეთიშა. შეთანხმება ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ სანქციებს უხსნიდა.
Reuters-ის ცნობით, E3 ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი გაააქტიურებენ გაეროს "სნეპბექ" მექანიზმს და აგვისტოს ბოლოს თეირანს სანქციებს კვლავ დაუწესებენ, თუ აშშ-სთან მოლაპარაკებები — რომელიც ისრაელ-ირანის ავიაომამდე მიმდინარეობდა — არ განახლდება ან კონკრეტულ შედეგს არ გამოიღებს.
"თუ ევროკავშირს/E3-ს სურს, რომ რაიმე როლი შეასრულოს, ისინი უნდა მოიქცნენ პასუხისმგებლობიანად და დაივიწყონ მუქარისა და ზეწოლის ამოწურული პოლიტიკა, მათ შორის "სნეპბექი", რისთვისაც მათ არანაირი მორალური ან იურიდიული საფუძველი არ გააჩნიათ," — განაცხადა არაღჩიმ მიმდინარე კვირის დასაწყისში.
"სნეპბექ" მექანიზმი გაეროს სანქციების აღდგენის საშუალებას იძლევა მანამდე, სანამ შეთანხმების შესაბამისი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოქმედების ვადა 18 ოქტომბერს ამოიწურება.
ისრაელ-ირანის ომამდე, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ომანში 5-რაუნდიანი ბირთვული მოლაპარაკება გაიმართა, თუმცა სერიოზული პრობლემები — განსაკუთრებით ურანის გამდიდრების თემა, რომლის განულებასაც დასავლეთი მოითხოვს იარაღის შექმნის რისკის შესამცირებლად — კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა. თეირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.
- ბაქო ირანის ბრალდებებს პასუხობს იმის შესახებ, რომ ისრაელმა ირანზე თავდასხმისთვის აზერბაიჯანის ტერიტორია გამოიყენა
- ირანის ელჩი გაეროში: ირანი არასდროს შეწყვეტს ურანის გამდიდრებას
- ხამენეის მრჩეველი ალი შამხანი, რომელიც მკვდრად გამოაცხადეს, გუშინდელ მაღალი თანამდებობის პირების დაკრძალვას დაესწრო
- ისრაელის საელჩო: შევძრწუნდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო სოლიდარობის ღონისძიებას ირანის საელჩოში
- ბოჭორიშვილის მოადგილემ სოლიდარობა გამოხატა ირანში "ისრაელის რეჟიმის თავდასხმის დროს დაღუპულთა" მიმართ
- ირანი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები