"ტაშის დაკვრაზე უფრო სუსტი იყო ეს სილა" — მზია ამაღლობელის საქმის ექსპერტი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარის მოწმე, ექსპერტი, ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი იკითხება.
ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მოწმის დაკითხვამდე მისი ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა წაუკითხა პროკურორებს. ექსპერტმა დგებუაძის ინტერვიუ გაანალიზა, რომელიც სილის გაწვნიდან, რამდენიმე წუთში არის გადაღებული. ექსპერტმა სასამართლო პროცესზე ასევე დასძინა, რომ ამაღლობელს ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ ხელზე დაზიანება ჰქონდა მიღებული, რაც ჩალურჯებით იყო გამოხატული. ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ ამაღლობელი დაზიანებული ხელით, ვერ შეძლებდა დგებუაძისთვის ტკივილს გამომწვევი სილის გაწვნას.
"მხოლოდ სუბიექტური განცდა, რომელსაც არ ახლავს ქსოვილოვანი დაზიანების ობიექტური ნიშნები, არ წარმოადგენს ტკივილის დასაბუთებულ მტკიცებულებას. ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს როგორც სუბიექტურ შეფასებას, ისე ხილულ, შესწავლილ და დადასტურებულ მონაცემებს. წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლით დგინდება, რომ ასეთი მონაცემები არ იკვეთება, რის გამოც სამედიცინო-ექსპერტული თვალსაზრისით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი. [...]
არცერთი ობიექტური ნიშანი არ გვაქვს დარტყმის პროცესში, რომ მან [ირაკლი დგებუაძემ] განიცადა ტკივილი…მაქვს ორი ექსპერტიზის დასკვნა, რომ სილის გარტყმის მომენტში მზია ამაღლობელს ჰქონდა ჩალურჯებები ხელებზე. მკლავებზე. ანუ როცა მან სილა გააწნა დგებუაძეს, ამ დროს ხელი სტკიოდა და მისი სილა ვერ იქნებოდა ძლიერი, ეს იყო სუსტი დარტყმა. კონცერტზე ან სპექტაკლზე რომ მიდიხარ, ტაშს უკრავ, ხომ?! ტაშის დაკვრაზე უფრო სუსტი იყო ეს სილა.
ჩემთვის წარმოდგენილი საკვლევი მასალის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ ამ მასალაში მოცემული არც ვიზუალური და არც კლინიკური მტკიცებულებები არ მიუთითებს, რომ დაზარალებულმა პირმა განიცადა რეალური, ნამდვილი ტკივილი ან მიიღო ტკივილის გამომწვევი დაზიანება", — წერს ნათია ხარატი დასკვნაში, რომელიც ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დღევანდელ პროცესზე წაიკითხა.
ბათუმელების ინფორმაციით, ნათია ხარატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. მისი კვლევის ინტერესის სფეროა ნევროლოგია, ეპილეფსია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.
ირაკლი დგებუაძის ჩვენება
8 მაისის სასამართლო პროცესზე, საქმეში "დაზარალებული", ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაიკითხა. დგებუაძემ სილის გაწვნის ინციდენტი გაიხსენა. მისი განცხადებით, ამაღლობელმა მას ერთხელ, მაგრამ საკმაოდ ძლიერად გაარტყა და მის მიერ განცდილი ტკივილი სასაცილოდ ეჩვენება საზოგადოებას. მან ისიც თქვა, რომ სილის გაწვნიდან 20 წუთის შემდეგ სარკეში ჩაიხედა და ლოყაზე სიწითლე ჰქონდა.
"ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად. ჩემს მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. კითხვა მაქვს ლოგიკური: სახეში როცა გირტყამენ, თავს გესხმიან... ქართულს კარგად ვსწავლობდი: თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს, მე განვიცადე ტკივილი.
თავდასხმის შემდეგ, 20 წუთი შენობაში არ შევსულვარ, რამდენიმე თანამშრომლებმა მითხრა, რომ "ლოყა წითელი მაქვს", "ყური წითელი მაქვს". ჩემს სამუშაო კაბინეტში შევედი და სარკეში რომ ჩავიხედე, მქონდა სიწითლე," — თქვა ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად სტიკერის გაკვრისთვის, რომელსაც ეწერა: "იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე". რამდენიმე საათში ჟურნალისტი გაათავისუფლეს. მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს ორ სხვა პირთან ერთად.
ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი უკვე 6 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
- "ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში" — რა თქვა ირაკლი დგებუაძემ დაკითხვაზე
- "განვიცადე ტკივილი და თანახმა ვარ, ჩამიტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა" — ირაკლი დგებუაძე
- "ისეთი ხმა იყო დარტყმის, დაიშალა საერთოდ აქცია" — რა თქვა გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის პროცესზე
- მაია მწარიაშვილი: მზია ამაღლობელს მხედველობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
კომენტარები