Twitter-მა ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული 170 ათასზე მეტი პროპაგანდისტული ანგარიში წაშალა
ტვიტერმა 170 ათასზე მეტი ანგარიში წაშალა, რომელსაც ჩინეთის პროპაგანდის კამპანიასთან ჰქონდა კავშირი. ანგარიშები დეზინფორმაციის ავრცელებდნენ როგორც კორონავირუსზე, ასევე პეკინის რეჟიმის სასარგებლოდ ჰონგ-კონგის წინააღმდეგ. ამის შესახებ სოციალურმა ქსელების გიგანტმა გუშინ განაცხადა.
წაშლილი ანგარიშებიდან 23 750 ძირითადი იყო და სოციალურ ქსელში მაღალი ინგეიჯმენთით სარგებლობდა, ხოლო უფრო დიდი ჯგუფი, დაახლოებით 150 000 ანგარიში, მათი პოპულარობის გაზრდისთვის იყო შექმნილი.
გამოვლენილი ქსელის ანგარიშები ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ გეოპოლიტიკურ ნარატივებზე აგებულ ცნობებს აზიარებდნენ, პარალელურად კი პოლიტიკური შინაარსის ყალბ ამბებს ავრცელებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტვიტერი ჩინეთში დაბლოკილია, რადგანაც მთავრობა ცენზურის უმკაცრესი რეჟიმის გამტარებელია, თუმცა, მოქალაქეების უმრავლესობა სოციალურ ქსელს VPN-ის დაფარვის ზონის სერვისის საშუალებით იყენებს. ამის მიუხედავად, ექსპერტებს სჯერათ, რომ პროპაგანდა იმ ჩინურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებზე იყო გათვლილი, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ.
მკვლევრები ამბობენ, რომ ანგარიშები პოსტავდნენ ტაივანის შესახებ და მიზანში ჰყავდათ ამოღებული ჩინელი მილიარდერი გუო ვენგი, რომელიც, თავის მხრივ, პეკინის რეჟიმს ღიად აკრიტიკებს.
სტენფორდის ინტერნეტის ობსერვატორიის მკვლევარი რენე დირესტა ამბობს, რომ ანგარიშების დიდი ნაწილი, რომელიც კორონავირუსის შესახებ პოსტავდა, იანვარშია შექმნილი და ისინი პანდემიის ჩინეთის საზღვრების გარეთ გავრცელებასთან ერთად გააქტიურდნენ. ანალიზში ის დასძენს, რომ გავრცელებულ ნარატივში მოწონებული იყო ის სტრატეგია, რომლითაც ჩინეთი კორონავირუსს გაუმკლავდა. ამასთან ერთად, აკრიტიკებდნენ ჰონგ-კონგის პროტესტის აქტივისტებს და ამერიკას, სადაც COVID-19-ით გარდაცვალებულთა რიცხვი 115 ათასს აჭარბებს.
მკვლევრები დასძენენ, რომ ჩინურ ენაზე გამავრცელებელ პროპაგანდისტული ანგარიშებს ჯამში 348 608-ჯერ ჰქონდათ დატვიტული. იმის გამო, რომ ყალბი ანგარიშების დიდი ნაწილი ტვიტერმა დროულად გამოავლინა, მათ ცოტა გამომწერი ჰყავდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერი მეორე დღესვე გააკრიტიკა:
"ტვიტერს რამე სასარგებლოს გაკეთება თუ სურს, გამოავლინოს და წაშალოს ის ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც გამუდმებით თავს ესხმიან ჩინეთს ონლაინ. ჩინეთი დეზინფორმაციის უდიდესი მსხვერპლია და ჩვენ ყალბი ამბების წინააღმდეგი ვართ".
ეს ტვიტერის მიერ ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ანგარიშების გამოვლენის პირველი შემთხვევა არ გახლავთ. 2019 წლის აგვისტოში, კომპანიამ 1000-მდე ანგარიში წაშალა, რომელიც ჰონგ-კონგის აქციების წინააღმდეგ ჩინეთის მთავრობისთვის სასარგებლო დეზინფორმაციას ავრცელებდა.
ტვიტერმა ასევე გამოავლინა და წაშალა პატარა ქსელები, რომელთა უკანაც რუსეთი და თურქეთი მოიაზრებიან. ათასზე მეტი ანგარიში "გაერთიანებული რუსეთის" სიძლიერეზე აძლიერებდა პროპაგანდას, ხოლო 7 340 ანგარიში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კონსერვატიულ პარტიას აქებდა.
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
კომენტარები