10 რჩევა, რომელიც მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარება
სიგარეტის მავნებლობაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა, თუმცა, ბევრისთვის მაინც რთულია ამ ჩვევაზე უარის თქმა და ზოგჯერ დიდი მოტივაცია და პერსონალური მიზეზია საჭირო. იქნებ, ამით შენს ოჯახის წევრებს დაიცავ? ან ჯანმრთელობას ნაკლებად დაიზიანებ, გულის დაავადებების რისკს შეამცირებ, ან თავს უფრო ახალგაზრდად იგრძნობ? აირჩიე მიზანი და გადადგი ნაბიჯი მის მისაღწევად.
ამ სტატიაში კი გაგაცნობთ ათ ხერხს, რომელიც სიგარეტზე თავის დანებებაში დაგეხმარებათ.
1. დაგეგმე
დაპირდი საკუთარ თავს, რომ მოწევას შეეშვები. განსაზღვრე თარიღი და სწორედ იმ დღიდან თქვი უარი სიგარეტზე. თუკი გაგიჭირდება, უთხარი შენს თავს, რომ ერთ ნაფაზსაც არ დაარტყამ და გაიმეორე მანამ, სანამ გაუსაძლისი სურვილი არ გადაგივლის. ასევე, წინასწარ განსაზღვრე, როდის აღმოჩნდები ისეთ სიტუაციაში, როცა, შესაძლოა სიგარეტზე უარი ვერ თქვა და გეგმებიც შესაბამისად დააწყვე.
2. განეწყვე დადებითად
შესაძლოა აქამდეც გიცდია სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება და არ გამოგსვლია, მაგრამ წარუმატებელ შემთხვევას ნუ მისცემ საშუალებას, წინასწარვე უარყოფითად განეწყო და იფიქრო, რომ არ გამოგივა. პირიქით, წინა გამოცდილება გამოიყენე იმისათვის, რომ ამჯერად ეს პროცესი უკეთესად წარმართო.
3. შეცვალე კვების რაციონი
მოწევა გემრიელად დანაყრების შემდეგ მოგწონს? ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ზოგიერთი საკვები, მათ შორის ხორცი, სიგარეტს უფრო სასიამოვნოს ხდის. ხოლო ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ყველი, ხილი და ბოსტნეული სიგარეტის გემოს "აფუჭებს". ეცადე, შეცვალო რუტინა — გემრიელ სადილზე სიგარეტის დაყოლების ნაცვლად, დაისვენე ისეთ ოთახში, სადაც სიგარეტის მოწევას ვერ შეძლებ, ან ჭურჭელი დარეცხე.
იგივე ეხება სასმელსაც. ალკოჰოლთან და გაზიან სასმელთან ერთად სიგარეტი უფრო გემრიელი გვეჩვენება. ამიტომ, უფრო მეტად წყლის ან ჯანსაღი წვენის დალევა სცადე. შესაძლოა, ჯანსაღმა ცვლილებებმა სიგარეტის მოწევის სურვილზეც იმოქმედოს.
4. გაიხსენე, რა დროს გინდება მოწევა
ჭამის შემდეგ? წერისას? მუშაობის დაწყებამდე? ალკოჰოლის დალევისას? სინამდვილეში, მოწევის დაუძლეველი სურვილი მხოლოდ 5 წუთი გრძელდება. სანამ დანებდები, ჩამოაყალიბე 5-წუთიანი სტრატეგია. მაგალითად, თუ წვეულებაზე ხარ, მოსაწევი სივრცის ნაცვლად, 5 წუთით საცეკვაო მოედანზე გადაინაცვლე.
5. ითხოვე დახმარება
თუკი შენს მეგობრებს ან ოჯახის წევრებსაც უნდათ მოწევაზე თავის დანებება, სცადეთ, ერთად გაიაროთ ეს გზა. უთხარი ყველას, რომ აღარ აპირებ სიგარეტი მოწიო და სთხოვე, დაგეხმარონ, როცა სანთებელისკენ გაგექცევა ხელი. გარდა ამისა, შესაძლოა სცადო ცხელ ხაზზე დაკავშირება (116001), სადაც საჭირო კონსულტაციას გაგიწევენ, მიმართო სპეციალისტს ან დაიწყო თერაპია.
6. ივარჯიშე
მეცნიერები ამბობენ, რომ 5-წუთიანი სეირნობა, გაწელვები ან სხვა სახის ვარჯიშები სიგარეტის მოწევის სურვილს ამცირებს. ვარჯიშის დროს ორგანიზმში გამომუშავებული ჰორმონებიც, შესაძლოა, კარგ გავლენას ახდენდეს ამ პროცესზე.
7. სცადე სარელაქსაციო ტექნიკები
შესაძლოა, ფიქრობდი, რომ მოწევა ნერვიულობისას გამშვიდებდა, მაგრამ ხშირად ის პირიქით, შფოთვასა და მოუსვენრობას იწვევს. სცადე სარელაქსაციო მეთოდები — ღრმად ჩაისუნთე, სცადე იოგა, კუნთების მოდუნება, მასაჟი ან მოუსმინე მშვიდ მუსიკას.
8. თავი აარიდე გამაღიზიანებელ ფაქტორებს
ალკოჰოლის დალევისას რთულია, უარი თქვა ერთ ღერზე მაინც. ამიტომ, როცა თავის დანებება გადაწყვიტე, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ეცადე, ალკოჰოლსაც მოერიდო, ხოლო თუ ყავის დალევისას ეწევი, რამდენიმე კვირით ჩაიზე გადაერთე. სადილის შემდეგ მოწევის ნაცვლად დაღეჭე საღეჭი რეზინი, გაიხეხე კბილები, გაისეირნე ან მეგობარს მისწერე, რომ "კიდევ ერთი ღერზე" თქვი უარი.
დაალაგე სახლი, გარეცხე ტანსაცმელი და მოაშორე სიგარეტის სუნი შენს ნივთებს, — ეს უფრო ნაკლებად გაგახსენებს მოწევას.
9. უარი თქვი "იმ ერთ ღერზე"
ცდუნება დიდია! — შეიძლება შენს თავს უთხრა, რომ ეს მხოლოდ ერთი ღერია და ამით მორჩები, მაგრამ უმეტესად ამ დროს ყველაფერი თავიდან იწყება და შენი მცდელობაც წყალში ჩაიყრება.
10. შეახსენე შენს თავს, რატომ არ უნდა მოწიო
ჩამოწერე ან ხმამაღლა თქვი მიზეზები, რატომ გადაწყვიტე მოწევაზე თავის დანებება. ეს შეიძლება იყოს უკეთ ყოფნა, გამოჯანმრთელება, შენი საყვარელი ადამიანების დაცვა პასიური მწეველობისგან, ფულის დაზოგვა, ჯანსაღი ღიმილი და სუნთქვის გაუმჯობესება.
ასე რომ, რამდენჯერაც უარს იტყვი მოწევაზე, მისგან სრულიად გათავისუფლებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდები.
მოწევის შეწყვეტისა და 3 სახის დამოკიდებულების შესახებ, რომელიც თამბაქოსთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ მთავარ არხზე, გადაცემაში შენი დილა, ფსიქოლოგმა ნინო ბექაიამ ისაუბრა. ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები