დაკავების დროს შავკანიანი კაცის გარდაცვალების გამო, მინეაპოლისი არეულობამ მოიცვა
აშშ-ს ქალაქი მინეაპოლისი პროტესტმა მოიცვა მას შემდეგ, რაც დაკავების დროს შავკანიანი კაცი გარდაიცვალა. უკვე მესამე ღამე ზედიზედ ქალაქის ქუჩები დემონსტრანტებმა დაიკავეს.
არეულობის დროს არაერთი მაღაზია და მანქანა დაზიანდა. პროტესტის მონაწილეებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწყვეს. მინესტოტას შტატის გუბერნატორმა, ტიმ ვალცმა მინეაპოლისის მერის თხოვნით, ქალაქსა და მის შემოგარენში ეროვნული გვარდიის 500 წევრი გაგზავნა და "მშვიდობიან დროს საგანგებო სიტუაცია" გამოაცხადა.
46 წლის ჯორფ ფლოიდი ორშაბათს, 25 მაისს დაკავების დროს გარდაიცვალა. პოლიცია სურსათის მაღაზიამ გამოიძახა, რადგა მათ განაცხადეს, რომ აფროამერიკელმა ყალბი ფული გამოიყენა.
ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელმა ის ასფალტზე დააწვინა და კისერზე მუხლს აჭერდა. დაკავების მომენტი ერთ-ერთმა გამვლელმა გადაიღო. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და როტესტის მიზეზიც გახდა, ჩანს, რომ დაკავებული კისრიდან ფეხის აღებას ითხოვდა, რადგან ვერ სუნთქავდა.
"ვერ ვსუნთქავ", "არ მომკლათ" — ამ სიტყვებს იძახდა ფლოიდი, როცა პოლიციელი მას კისერზე მუხლს აჭერდა.
როგორც შტატის გუბერნატორი ამბობს, ვანდალიზმმა, ხანძრის გაჩენამ და ყაჩაღობამ ბევრი ბიზნესი დააზარალა.
"ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა სამართლიანობამდე და სისტემურ ცვლილებამდე უნდა მიგვიყვანოს და არა უფრო მეტ სიკვდილთან და განადგურებასთან", — განაცხადა ტიმ ვალცმა გამოსვლის დროს და ყველას მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა.
მინეაპოლისი მერიმ, ჯეიკო ფრეიმ ოთხშაბათს მოუწოდა, ბრალი წარედგინათ იმ პოლიციელისთვის, რომელიც ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა. დაკავებაში მონაწილე ოთხი პოლიციელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.
ქალაქში აქციები 26 მაისს დაიწყო, როცა ასობით ადამიანი იმ გზაჯვარედინზე მივიდა, სადაც ფლოიდი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, ორგანიზატორები ცდილობდნენ, პროტესტის მშვიდობიანი ფორმა შეენარჩუნებინათ და კორონავირუსის გამო მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენაც მოუწოდებდნენ. ამავე დროს, დემონსტრანტები ყვიროდნენ "ვერ ვსუნთქავ" და "შეიძლება მე ვყოფილიყავი".
პროტესტი მეორე ღამეს უკვე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ზოგიერთი მათგანი ქვებს ისროდა და პოლიციას ცრემლსადენ გაზზსაც ესროდა.
ჯორჯ ფლოიდის და, ფილონიზ ფლოიდი დამნაშავე პოლიციელების დაკავებასა და მათ დასჯას მოითხოვს:
"არ შემიძლია ხალხის გაჩერება, რადგან ისინი ტკივილს განიცდიან — ისინი იმავე ტკივილს განიცდიან, რასაც მე".
მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა, მედარია არადონდომ ფლოიდის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის გამო ბოდიში მოიხადა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიდეოს ნახვის შემდეგ დამწუხრებული იყო და განაცხადა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები