ენდი სერკისი ქველმოქმედებისთვის ჰობიტს ონლაინ წაიკითხავს
იმ ცნობილ სახეებს, რომლებიც პანდემიის დროს საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, ბრიტანელი მსახიობი ენდი სერკისიც შეუერთდა.
BBC-ის ცნობით, მსახიობი გეგმავს, რომ პირდაპირ ეთერში ჯ.რ.რ. ტოლკინის 1937 წელს გამოქვეყნებული საკულტო ფენტეზის ჟანრის წიგნი — ჰობიტი შეუჩერებლად წაიკითხოს.
ამ 56 წლის მსახიობს სურს, რომ სანამ თავად 10-12 საათის განმავლობაში ამ ზღაპრულ ისტორიას ყველასთვის წაიკითხავს, მანამდე სხვებმა ქველმოქმედებისთვის თანხა გაიღონ, რაც შემდგომ პანდემიისას განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფებს მოხმარდებათ.
"ბევრი ჩვენგანი იზოლაციაში იტანჯება, ამ მძიმე დროს კი მინდა ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ თავგადასავალში წაგიყვანოთ, რომლის შესახებაც ოდესმე დაწერილა: 12-საათიანი მარათონი შუამიწეთში. ამავდროულად კი შეგვიძლია თანხა გავიღოთ ორი არაჩვეულებრივი საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდასაჭერად, რომლებიც ახლა მათ დახმარებას ცდილობენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ", — ამბობს მსახიობი ვიდეოში.
ენდი სერკისს მაყურებლების უმრავლესობა სწორედ ტოლკინის საკულტო წიგნების ბეჭდების მბრძანებლის ეკრანიზაციაში შესრულებული როლით იცნობენ: ის მითიურ არსება გოლუმს ასახიერებს.
ნებისმიერ მსურველს ენდი სერკისის მიერ წაკითხული ჰობიტის მოსმენა 8 მაისს შეეძლება. მსახიობს სურს, რომ ამ აქციით 100 ათასი გირვანქა სტერლინგი შეაგროვოს. ამჟამად £22,800-ზე მეტია შეგროვებული.
უფრო მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ვებსაიტს Go Fund Me.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები