რა გავიგეთ დისტანციური ჩართვებიდან ვარსკვლავების ბიბლიოთეკის შესახებ
მართალია, ბოლო პერიოდში სხვა ბევრის მსგავსად ვარსკვლავების რუტინაც შეიცვალა და დროის დიდ ნაწილს თვითიზოლაციაში ატარებენ, მაგრამ ხანდახან ისინი ონლაინ ჩართვებით მაინც გვახსენებენ თავს.
საკუთარი სახლიდან საჯაროდ გამოჩენის დროს კი ბევრმა მათგან წიგნებით სავსე გარემო აირჩია, რამაც დაკვირვებულ ბიბლიოფილებს საშუალება მისცა ცნობილი სახეების პირად ბიბლიოთეკაში შეეჭყიტათ და მათი ლიტერატურული გემოვნების შესახებ მეტ-ნაკლებად გაეგოთ.
New York Times-მა სწორედ მსგავსი ჩართვებიდან იმ წიგნების ჩამონათვალი შეაგროვა, რომლებსაც ვარსკვლავების სახლში გადააწყდებით.
პრინცი ჩარლზი — დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი
1. ჯორჯ სტაბსი — ბასილ ტეილორი: მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელი მხატვრის ბიოგრაფია, რომელიც ცნობილია თავისი ცხენების გამოსახულებებით.
2. დამსხვრეული — დიკ ფრენსისი: დეტექტივების ცნობილი ინგლისელი მწერლის 2000 წელს გამოქვეყნებული რომანი.
3. მეფეები ბალახის ციხე-სიმაგრეებში — მერი დიურეკი: ავსტრალიური კლასიკური ლიტერატურის ნიმუში.
ენდი კოენი — ტელეწამყვანი
1. პატარა ცხოვრება — ჰანია იანაგიჰარა: ამერიკელი მწერლის 2015 წელს გამოქვეყნებული ბესტსელერი ოთხი ნიუიორკელი მეგობრის შესახებ.
2. პირდაპირი ეთერი ნიუ-იორკიდან — ჯეიმს ენდრიუ მილერი და ტომ შეილსი: ცნობილი ამერიკული გადაცემა Saturday Night Live-ის ისტორია.
3. თავისუფლება — ჯონათან ფრენზენი: გამორჩეული თანამედროვე ამერიკელი მწერლის 2010 წელს გამოქვეყნებული ცნობილი რომანი.
ემი პოლერი — მსახიობი
1. ნულოვანი დრო — კეროლინ კოჰეგენი: დისტოპიური რომანი, რომელშიც მიზოგინი კაცების მიერ მართული სამყაროა აღწერილი.
2. გაბრუებული — ნორმან ოლერი: 2017 წელს გამოქვეყნებული ეს წიგნი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ გერმანიაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ მოგვითხრობს.
3. პივსი — მაიკ ვან უისი: საბავშვო წიგნი მოზარდი ბიჭისა და მხიარული მონსტრების შესახებ.
ანა ვინტური — ჟურნალ Vogue-ის მთავარი რედაქტორი
1. The Nix — ნათან ჰილი: 2016 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომელიც გასული საუკუნის სოციალური სატირაა.
2. სახელების დასახელება — ვიქტორ ნავასკი: ამერიკელი ჟურნალისტის გამოძიება ჰოლივუდში პროკომუნისტური ძალების შესახებ.
პოლ რუდი — მსახიობი
1. ქცევის კოდექსი — ბრედ თორი: ამერიკელი მწერლის დეტექტივი ჯაშუშების შესახებ.
2. უჩინარი ჯუდი — თომას ჰარდი: 1895 წელს გამოქვეყნებული ბრიტანული კლასიკა, რომელიც მუშათა კლასის წარმომდგენლის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
3. მონობის დღე — რობ თომასი: სერიალ Veronica Mars-ის სცენარისტის 1997 წელს გამოქვეყნებული რომანი
ქეით ბლანშეტი — მსახიობი
1. პოსტკაპიტალიზმი — პოლ მეისონი: 2015 წელს ბრიტანელი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული წიგნი, რომელიც სხვადასხვა თეორიებზე დაყრდნობით თანამედროვე გლობალურ ეკონომიკურ სისტემას აფასებს;
2. მოსკოვი 1937 — კარლ შლოგელი: გერმანელი ისტორიკოსის წიგნი სტალინის რეჟიმის დროს საბჭოთა კავშირის ეკონომიკის შესახებ.
3. ოქსფორდის ლექსიკონი: ეს სერია 20 ტომს, 21,728 გვერდსა და 171,476 სიტყვის განმარტებას მოიცავს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები