ტრიბეკას კინოფესტივალი YouTube-ზე უფასოდ გაიმართება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო წელს არაერთი ცნობილი კინოფესტივალი გადაიდო გაურკვეველი ვადით ან მთლიანად გაუქმდა, თუმცა ტრიბეკას ფესტივალი ის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც შექმნილ მდგომარეობაშიც იპოვა გამოსავალი.
We Are One: A Global Film Festival (ჩვენ ერთნი ვართ: გლობალური კინოფესტივალი) — ასე ჰქვია წლევანდელ ტრიბეკას ფესტივალს, რომელიც ონლაინ YouTube-ზე გაიმართება და მისგან შემოსული თანხა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და იმ სხვადასხვა საქველმოქმედო კომპანიებს გადაერიცხებათ, რომლებიც პანდემიისგან გამოწვეული ზიანის შემცირებას ცდილობენ.
ფესტივალი YouTube-ის ამ არხზე 29 მაისს დაიწყება და მასზე თვალის მიდევნება ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლება. ტრიბეკას წლევანდელ ონლაინ ფესტივალზე ვიხილავთ იმ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომლებიც ასევე ისეთი ცნობილი ფესტივალების პროგრამაში, იყო გათვალისწინებული როგორებიცაა ბერლინის, კანის, ვენეციისა თუ ლონდონის კინოფესტივალები.
"ხშირად ვამბობთ, რომ კინოს საზღვრებისა და განსხვავებების მიუხედავად ადამიანების გაერთიანებასა და მსოფლიოს განკურნებაში წარმოუდგენლად დიდი წვლილი შეაქვს. მსოფლიოს ყველა კუთხეში კი ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ", — განაცხადა ფესტივალის თანადამფუძნებელმა ჯეინ როზენთალმა.
YouTube-ის წარმომადგენელმა კი ხაზი გაუსვა ამ ღონისძიების უნიკალურობას:
"მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და ვამაყობთ, რომ სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ ამ ღონისძიებას: კინოს გულმხურვალე ფანებს მთელი მსოფლიოდან ამ ფანტასტიკური ფილმების ნახვა ჩვენს პლატფორმაზე სრულიად უფასოდ შეეძლებათ", — განაცხადა რობერტ კინსლმა, კომპანიის უფროსმა ბიზნესოფიცერმა.
We Are One: A Global Film Festival 29 მაისს დაიწყება და 7 ივნისამდე მაყურებლებს ათი დღის განმავლობაში კინოფესტივალისთვის დამახასიათებელ სრულყოფილ სეანსებს შესთავაზებს.
კინოფესტივალის სრული პროგრამა მაისში გახდება ცნობილი.
ტრიბეკას კინოფესტივალი 2002 წელს ნიუ-იორკში დაარსდა და მას შემდეგ ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ამერიკული კინოფესტივალია, რომელზეც ყოველწლიურად 1 500-მდე ფილმს აჩვენებენ.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
კომენტარები