მაშველი რგოლი ბიზნესისთვის — #თიბისიშენთვის ონლაინ მაღაზიის შექმნას გთავაზობთ
ფოტო: TBC
დღეს მთელი მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ იბრძვის. ექიმები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები ყველანი ერთი პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს, მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდეს, ნაკლები ჯანმრთელი დაინფიცირდეს.
ცხოვრებას ჩაკეტილ სამყაროში ვაგრძელებთ და დამეთანხმებით, ეს ჩაკეტილობა უფრო აუტანელი ხდება, როცა საყვარელი პროდუქტი გვჭირდება, მაგრამ ონლაინ პლატფორმის არარსებობის გამო ვერ ვყიდულობთ.
სწორედ ამიტომ, თიბისიმ გადაწყვიტა ბიზნესებს, რომელთაც საკუთარი ვებ-გვერდები არ აქვთ, ონლაინგაყიდვებისთვის პლატფორმა შესთავაზოს. ინიციატივაზე უფრო მეტს ამ სტატიაში მოგიყვებით.
მისია — გაუმარტივდეს ბიზნესსა და ადამიანებს ცხოვრება კარანტინში
თიბისი ბანკში ამბობენ, რომ ბიზნესსა და მომხმარებლებზე ზრუნვა მათი მუდმივი მისაა. ეს ყველაფერი კი ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და უამრავი ბიზნესი საფრთხის წინაშე დგება.
თიბისის ბიზნეს სეგმენტების გუნდის წევრი, ნიკა ღვაბერიძე გვიყვება, რომ ამ მხრივ ბიზნესისთვის სიცარიელე იყო. მისი თქმით, ბიზნეს წარმომადგენლები, რომლებიც დღეს დაიწყებდნენ იმაზე ფიქრს, თუ როგორ შეექმნათ ვებ-გვერდი ონლაინ ვაჭრობისთვის, შესაძლოა მარტივად დანებებულიყვნენ, რადგან ამას საკმაოდ ბევრი რესურსი სჭირდება. სწორედ ამიტომ, თიბისიმ გადაწყვიტა მათ ეს საქმე გაუმარტივოს.
"გადავწყვიტეთ, ჩვენ თავზე აგვეღო ეს საქმე და მოგვეფიქრებინა ელექტრონული ვაჭრობის ეკოსისტემის გარშემო პროდუქტები და შეთავაზებები, რომლებიც ბიზნესს დასჭირდებოდა. შესაბამისად, შევკარით ეს ყველაფერი და VISA-სთან პარტნიორობით შევქმენით პლატფორმა. VISA აფინანსებს პირველ 200 კომპანიას, რომელიც ამ შეთავაზებას პირველი დაამთავრებს. წლის ბოლომდე ისინი ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგანაც არიან გათავისუფლებული", — ამბობს ნიკა ღვაბერიძე.
შეთავაზების ფარგლებში ბიზნესებს შეუძლიათ უმოკლეს დროში შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ. ამ ყველაფერში მათ თიბისის პარტნიორი კომპანია B2C დაეხმარებათ. მომხმარებლები მარტივად ააწყობენ ვებ-გვერდს, ჩააშენებენ თიბისის ონლაინ გადახდის სისტემას და აირჩევენ პროდუქციის მიწოდების ფორმას. სერვისი მოიცავს როგორც ფოტოგრაფის მომსახურებას პროდუქციის დასასურათებლად, ისე გადახდის სისტემისა და მიტანის სერვისის ინტეგრაციას.
VISA-ს კავკასიის რეგიონალური მენეჯერი, კრისტინა დოროში On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის გამო მცირე და საშუალო ბიზნესს ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა. მათი ნაწილი იძულებული გახდა საქმიანობა შეემცირებინა ან საერთოდ შეეჩერებინა. სამაგიეროდ, გაიზარდა ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა, რამაც VISA-ს უბიძგა თიბისისთან ერთად ახალი პროექტი დაეწყო.
"გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19 აგრძელებს გავრცელებას, ჩვენ გავაცნობიერეთ დაუყოვნებლივი რეაგირების საჭიროება. Visa-სა და TBC–ს გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ავამოქმედეთ გეგმა, რომელიც გულისხმობდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას. ბიზნესების უკუკავშირი და აქტიური ჩართულობა კი ნათლად ასახავს ამ პროექტის მნიშვნელობას: დღევანდელი მონაცემებით, 250-მდე ვებ-გვერდის შექმნის აპლიკაცია უკვე შეივსო და აქტიურად მიმდინარეობს მათ დამზადებაზე მუშაობა", — თქვა კრისტინამ.
იმის გასარკვევად, თუ უფრო კონკრეტულად როგორ დაეხმარა ბიზნესს ეს შეთავაზება პლატფორმით მოსარგებლე რამდენიმე კომპანიას დავუკავშირდით.
რას ნიშნავს თიბისის დახმარება ბიზნესისთვის
ნიკა ღვაბერიძემ On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ თიბისისა და VISA-ს შეთავაზებაში ჩართვის სურვილი უკვე 250-მდე კომპანიამ გამოთქვა. მათგან დაახლოებით 30-მდე ბიზნესმა უკვე ააწყო ონლაინ მაღაზია და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბაზარზე ოპერირებაც დაიწყეს.
აგრიმარკეტს და 9 მთას ონლინ მაღაზია უკვე აქვთ და მომხმარებლებს თავიანთ პროდუქციას სთავაზობენ, მომდევნო კვირაში მათ რიცხვს ჩიკორიც შეემატება. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათთვის თიბისის ინიციატივა მაშველი რგოლი აღმოჩნდა.
9 მთა
9 მთა ლუდის მწარმოებელი კომპანიაა. ირაკლი ცინცაძე გვიყვება, რომ ონლაინ გაყიდვებზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ და იცოდნენ, რომ ეს მათი პირველი ამოცანა იყო. პანდემიის პერიოდში მცირე ბიზნესისთვის ხარჯების სწორად გადანაწილება მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ ეს გეგმა უფრო შორეულ მომავალში გადაინაცვლებდა რომ არა თიბისი.
"ნულიდან დაწყებას დიდი დრო და ენერგია დასჭირდებოდა. ვხვდებოდით, რომ ეს გასაკეთებელი იყო, მაგრამ შეფერხებები გვქონდა. როცა თიბისის ინიციატივაზე გავიგეთ, დავრეგისტრირდით და დაგვიკავშირდნენ. საიტი ფაქტობრივად 3-4 დღეში ავაწყვეთ და ერთი კვირაა ვფუნქციონირებთ", — გვეუბნება ირაკლი.
მისი თქმით, ეს არაა მხოლოდ პლატფორმით უზრუნველყოფა, რადგან საჭიროების შემთხვევაში კლიენტებს ტექნიკურ დახმარებასაც უწევენ, ეხმარებიან ადმინისტრაციულ საკითხებში და ტრენინგებსაც უტარებენ.
აგრიმარკეტი
აგრიმარკეტი ვებ-გვერდის გაშვებას და ბაზარზე ამ კუთხით ოპერირებას ნოემბრისთვის გეგმავდა. თიბისის დახმარებით კი ეს თითქმის ერთი წლით ადრე, აპრილში მოხერხდა. აგრიმარკეტის დამფუძნებელი ირაკლი ჩიქავა გვიყვება, რომ თიბისის შეთავაზება ბიზნესისთვის ძალიან დროული აღმოჩნდა და სწორედ დრო იყო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ამ პლატფორიმის დახმარებით დაიზოგა.
"დარწმუნებული ვარ, ბევრი ბიზნესისთვის ეს იყო მაშველი რგოლი. ძალიან კარგი არჩევანი ჩაკეტვასა და ოპერირების გაგრძელებას შორის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოფლაინ ბიზნესისთვის ონლაინზე გადასვლა გამოწვევებთან არის დაკავშირებული, მაგრამ დროა ფეხი ავუწყოთ ზუსტად ამ გამოწვევებს და გავონლაინდეთ ერი, რამდენადაც შესაძლებელია", — ამბობს ირაკლი ჩიქავა.
ჩიკორი
რაც შეეხება ჩიკორის, ის ინიციატივაში სამი კვირის წინ ჩაერთო. მათი ონლაინ მაღაზია დასრულების ეტაპზეა და მომდევნო კვირაში მომხმარებლები უკვე შეძლებენ ნებისმიერი წერტილიდან შეძლონ პროდუქციის შეძენა. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, სანდრო მათაშვილი On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო გაყიდვები დაახლოებით 30-40%-ით იყო შემცირებული.
"ჩვენთვის საკუთარი პლატფორმის შექმნა, ერთი მხრივ, დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და მეორე მხრივ, დიდ დროსთან. B2C და თიბისი ერთად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფასოდ შევქმნათ ონლაინ მაღაზია. პლატფორმა არის მორგებული მთლიანად სადისტრიბუციო საწყობის თუ სარეალიზაციო სისტემაზე. ასევე, აქვს ძალიან მეგობრული ინტერფეისი ოპერატორებისთვისა და მომხმარებლებისთვის და ამ ყველაფერმა ძალიან შეგვიწყო ხელი, რომ ჩვენი ონლაინ მაღაზია შეგვექმნა", — ამბობს სანდრო მათიაშვილი.
თიბისი, VISA-სა და B2C-ს მხარდაჭერით მომავალშიც ყველა ბიზნეს წარმომადგენელს ელოდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად შეძლონ ონლაიან გაყიდვებში ჩართვა. ეს კიდევ ყველაფერი არ არის — თიბისის ბიზნეს გუნდის წარმომადგენელმა, ნიკა ღვაბერიძემ გვითხრა, რომ ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად მუშაობა გრძელდება. მისი თქმით, უახლოეს მომავალში აპირებენ, რომ ონლაინ გაყიდვების პლატფორმებში ციფრული ბანკის, Space-ის განვადება ჩააშენონ, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს პროდუქცია განვადებით მარტივად იყიდოს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებმა და კომპანიებმა ისწავლონ, მიიღონ გამოცდილება, გაიგონ რა ხიბლი აქვს ონლაინ ვაჭრობას, რადგან ამით შეგიძლია ბევრად დიდი ბაზრები დაფარო, ვიდრე ლოკალურად და ისეთ მყიდველს მისწვდე, რომელსაც მანამდე ვერ მიაგნებდი. ეს კრიზისული პერიოდი ბიზნესისთვის არის გამოცდილება, კარგად გაიგონ, როგორ აკეთონ საქმე ისე, რომ როდესაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში დავბრუნდებით, ამით კონკურენტული უპირატესობა ჰქონდეთ სხვებთან მიმართებაში",— გვითხრა ნიკამ.
ასე რომ, შეგიძლიათ ჩაერთოთ ინიციატივაში და მომხმარებლებს პანდემიის პერიოდი საყვარელი პროდუქციის მიწოდებით გაუმარტივოთ.
-
კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ
გადახედვა
-
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
გადახედვა
-
ჩინეთის თავდაცვის 2 ყოფილ მინისტრს კორუფციული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა ჩინეთის თავდაცვის 2 ყოფილ მინისტრს კორუფციული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა
გადახედვა
-
POG: ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას ცემის ფაქტებზე 4 სპეცრაზმელი და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს POG: ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას ცემის ფაქტებზე 4 სპეცრაზმელი და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა ცნობილი ფილმით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა ცნობილი ფილმით
გადახედვა
-
ერევანში გამართული EPC-ის სამიტის შემდეგ, რუსეთი სომხეთს ემუქრება ერევანში გამართული EPC-ის სამიტის შემდეგ, რუსეთი სომხეთს ემუქრება
გადახედვა
-
თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა
გადახედვა
-
ჯეიმს კამერონს "ავატარში" მსახიობის სახის უნებართვო გამოყენებისთვის უჩივიან ჯეიმს კამერონს "ავატარში" მსახიობის სახის უნებართვო გამოყენებისთვის უჩივიან
გადახედვა
-
FIFA-ის კონგრესზე პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო) FIFA-ის კონგრესზე პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)
-
ბნელი მატერიის ახალი თეორიით კოსმოსის 3 საიდუმლოს ამოხსნაა შესაძლებელი ბნელი მატერიის ახალი თეორიით კოსმოსის 3 საიდუმლოს ამოხსნაა შესაძლებელი
გადახედვა
-
BTS-ის სანახავად მეხიკოში რამდენიმე საათში 50 000 ფანი შეიკრიბა BTS-ის სანახავად მეხიკოში რამდენიმე საათში 50 000 ფანი შეიკრიბა
გადახედვა
-
კახა კალაძე: დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული კახა კალაძე: დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული
გადახედვა
-
16-საათიანი მოგზაურობა ჰოგვორტსში: HBO Max ჰარი პოტერის შესახებ ახალ პოდკასტს უშვებს 16-საათიანი მოგზაურობა ჰოგვორტსში: HBO Max ჰარი პოტერის შესახებ ახალ პოდკასტს უშვებს
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამ ორმა “დიდად პატივცემულმა” პროკურორმა ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი პაატა ბურჭულაძე: ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამ ორმა “დიდად პატივცემულმა” პროკურორმა ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი
გადახედვა
-
ვლადიმერ ხუჭუა: არჩევნების დარღვევების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა ვლადიმერ ხუჭუა: არჩევნების დარღვევების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა
გადახედვა
-
სიახლე სანებოსგან: ყველი იმერულად — ისეთი, როგორიც გიყვართ სიახლე სანებოსგან: ყველი იმერულად — ისეთი, როგორიც გიყვართ
-
სილქი — შენი მეორე ბანკი — ვიდეოს Backstage სილქი — შენი მეორე ბანკი — ვიდეოს Backstage
-
სუს-ის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს სუს-ის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
გვჯერა, ვქმნით — თიბისის ინოვაციები, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს გვჯერა, ვქმნით — თიბისის ინოვაციები, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს
-
ბილ ბრაუდერი: თუ UK-ს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების და პრესის თავისუფლებისა, უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი ბილ ბრაუდერი: თუ UK-ს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების და პრესის თავისუფლებისა, უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი
გადახედვა
-
NASA-ს მარსმავალი ქვაში გაიჭედა — პრობლემა 334 მლნ. კილომეტრი დისტანციიდან მოაგვარეს NASA-ს მარსმავალი ქვაში გაიჭედა — პრობლემა 334 მლნ. კილომეტრი დისტანციიდან მოაგვარეს
გადახედვა





კომენტარები