"ბერა, შენ ვარჯიშს უნდა მოუმატო, ძმაო", — ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახალ კალაძე ქართული ოცნების თავმჯდომარისა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი შვილის, ბერა ივანიშვილის TikTok-ის ვიდეოს.

პანდემიის დროს მმართველი პარტიის ხელმძღვანელი TikTok-ის ვიდეოში გამოჩნდა.

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მისალმების ახალ სტილს სწავლობს, რომ ხელის ჩამორთმევა აირიდოს, ივანიშვილები "საიდუმლო ხელის ჩამორთმევის" ვიდეოს გვიზიარებენ.