ჰაერის დაბინძურება, შესაძლოა, COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვზე ახდენდეს გავლენას
ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შესაძლოა, ჰაერის დაბინძურებასთან იყოს კავშირში. თუმცა მედიკოსების თქმით, პირდაპირი კავშირის მტკიცება ჯერ ადრეა.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ის სიკვიდილიანობის მაჩვენებელი ისეთ რეგიონებშიც კი გაიზარდა, სადაც დაბინძურება მხოლოდ მცირედით იყო მომატებული.
ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ანეტ პიტერსმა ასევე განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურება ვირუსით სიკვდილიანობის რისკის ზრდასთანაა კავშირში.
"ეს არის ერთ-ერთი პირველი კვლევა, რომელმაც ჩვენი ჰიპოთეზა COVID-19-ის შემთხვევების სიმძიმესა და ჰაერის ნაწილაკებით დაბინძურებას შორის კავშირის შესახებ, განამტკიცა", — აცხადებს ის.
კიდევ ერთი კვლევა, რომელიც იტალიაში, სიენასა და დანიის უნივერსიტეტში ჩატარდა, იტალიაში სიკვიდილიანობის მაღალ მაჩვენებელს ასევე ჰაერის დაბინძურებას უკავშირებს.
ლომბარდია და ემილია-რომანია იტალიის ის რეგიონებია, სადაც სიკვდილიანობის დონე დაახლოებით 12%-ია, როდესაც დანარჩენ იტალიაში ეს რიცხვი 4,5%-ს უდრის. როგორც აღმოჩნდა, ეს ორი რეგიონი ჰაერის დაბინძურების მარალი დონით გამოირჩევა.
ამავდროულად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოპულაციის ასაკის, ჯანმრთელობის განსხვავებული მდგომარეობისა და კიდევ უამრავი ფაქტორის გათვალისწინება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მონაცემების მიხედვით, ფილიპინებში კორონავირუსით დაღუპულ თითქმის ყველა ადამიანს ინფიცირებამდე სხვადასხვა დაავადება ჰქონდათ, რომლებიც ძირითადად ჰაერის დაბინძურებით იყო გამოწვეული.
ჰაერის დაბინძურებით ყოველ წელს დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანი კვდება, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც დაბინძურება ნორმაზე ბევრად მაღალია.
დაბინძურების ყველაზე მაღალ დონე სამხრეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაშია. ასევე, საკმაო საფრთხის ქვეშ არიან ქალაქები ჩილეში, ბრაზილიაში, მექსიკასა და პერუში.
თუმცა, 2019 წლის მონაცემებით ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენები ინდოეთში ფიქსირდება, სადაც COVID-19-ით 521 ადამიანია დაღუპული.
კომენტარები