ჯვართამაღლების ტაძარში ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრება იზღუდება — მამა თეოდორე გიგნაძე
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / თეოდორე გიგნაძე
თბილისის ჯვართამაღლების ტაძარში ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრება იზღუდება. ამის შესახებ ტაძრის წინამძღვარმა, თეოდორე გიგნაძემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა.
მისი თქმით, მსახურება არ გაჩერდება და სასულიერო პირები ჩაატარებენ, რადგან ის "არა მარტო იმათთვისაა, ვინც მას ესწრება, არამედ, ვინც ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება".
"ამიტომ მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში", — ამბობს გიგნაძე.
სასულიერო პირის თქმით, მისი ტაძარი აქამდეც იცავდა ყველა რეგულაციას, თუმცა სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ არ შეუძლიათ პასუხისმგებლობა მრევლს გადააბარონ.
"დღევანდელ დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია, უნდა ვიტვირთოთ. მითუმეტეს, გამკაცრდა რეგულაციები და ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ტაძარში მოსვლა", — ამბობს ის.
ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი აღნიშნავს, რომ ლიტურგიული მსახურება სწორედ თავშეყრას და ერთად ყოფნას გულისხმობს და ის რეგულაციები, რომლებსაც აქამდე ატარებდნენ, საკმარისი აღარ არის.
"გადავწყვიტეთ, მრევლს მოვუწოდოთ, რომ სოლიდარობა გამოიჩინონ ერთმანეთისადმი და ის ვინც ახლოს არის და ეიოლება მოსვლა, ნუ ექნება უპირატესობის განცდა იმასთან შედარებით, ვინც შორს არის (ჩვენი და-ძმობა გვავალებულებს, რომ მთლიანობისა და ერთობის შესანარჩუნებლად და დამატებით დაავადების გავრცელების პრევენციისთვისაც დავიკლოთ ის, რაც აკლდებათ დანარჩენებს - მათთვის, ვინც ვერ მოდის სიშორის გამო, არც ახლოს მცხოვრებები მივალთ). გარდა ამისა, ჩვენს მრევლს თითქმის ყველას, თითქმის ყველას ყავს ოჯახში ასაკოვანი ადამიანი და აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი რისკ-ჯგუფს განეკუთვნება", — ამბობს ის.
სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ არჩევანის ტვირთი მრევლს არ უნდა დაადონ, ამიტომ პასუხისმგებლობას თავად იღებენ.
"უფრო გავამკაცრებთ და მივუახლოებთ ჩვენს რეგულაციებს ადგილობრივი ეკლესიის რეგულაციებს, სახელმწიფო რეგულაციებს და არც საპატრიარქოს რეგულაციებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში", — აღნიშნავს ის.
მისთვის გაუგებარია მრევლის პასუხისმგებლობაზე საუბარი, როცა მას ბუნებრივი მორჩილება აქვს საეკლესიო იერარქიისადმი.
"ჩემთვის პირადად გაუგებარია, რას ნიშნავს, როდესაც იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ მრევლის პასუხისმგებლობაზე, როდესაც მრევლს აქვს ბუნებრივი მორჩილებითი განწყობა საეკლესიო იერარქიისადმი და ზოგადად, ქრისტიანს ბუნებრივი განწყობა აქვს, მორჩილებისადმი იგივე საერო ხელისუფლებისადმი. ამიტომ ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას მრევლს და პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ვიტვირთოთ", — ამბობს ის.
თეოდორე გიგნაძის ინფორმაციით, მსახურებების ჩართვები პირდაპირ ეთერში იქნება. მამა თეოდორე აღნიშნავს, რომ ამით გამოხატავენ სოლიდარობას ექიმებისადმი, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ.
"არ ვიფიქროთ, რომ ეს არის ქრისტეს ღალატი. ეს ქრისტეს დარი საქციელია", — აღნიშნავს ის.
მისივე თქმით, ზოგი ადამიანი სიფრთხილეს "აღიქვამს უფლის ღალატად", რაც სინამდვილეში ასე არ არის.
"პავლე მოციქული პირდაპირ სავალდებულოდ გვიხდის ხელისუფლებისადმი მორჩილებას რომაელთა მიმართ ეპისტოლის მეცამეტე თავში და კრძალავს ურჩობას იმიტომ, რომ ურჩობა ხელისუფლებისადმი აჰყავს ღვთის ურჩობის რანგში იმიტომ, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა მოცემული", — აღნიშნავს ის.
მრევლისადმი მიმართვაში სასულიერო პირი საუბრობს იმაზეც, რომ მოწამეობა ქრისტესთვის და მოყვასის გადასარჩენად საკუთარი თავის გაწირვაა და არა სხვისი სიცოცხლის.
"ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, სხვისი სიცოცხლის შეწირვა მოგვიწიოს, რადგან ჩვენ შეიძლება საერთოდ არაფერი დაგვემართოს, მაგრამ სხვა გახდეს ავად. [...] თითოეული ადამიანი აი, ამ ერთობის გამო შეიძლება, სხვისთვის გახდეს სახიფათო და სწორედ აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება, უფალს უღალატოს", — ამბობს ის.
თეოდორე გიგნაძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესია მსოფლიო დედა ეკლესიის შვილია და ეს ერთიანობა "უნდა გავითავისოთ".
"ვამბობთ, რომ გვწამს არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ან ვთქვათ, სერბი იტყვის, რომ სწამს არა სერბეთის ეკლესია, არამედ სერბებიც, ბერძნებიც, რუსებიც, ამერიკაშიც, ყველგან, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიაა, ყველა ვამბობთ წირვის დროს: გვწამს ერთი, წმინდა, კათოლიკე ანუ საყოველთაო ეკლესია. ეს ერთიანობა უნდა გავითავისოთ და არ შეიძლება, რომ დავემსგავსოთ რაღაც ჯგუფს — სხვა ეკლესიები კი ისე აკეთებენ, მაგრამ ჩვენ უფრო მაგრები ვართ. ეს თავისთავად არაჯანსაღი ფენომენია", — აღნიშნავს ის.
მართლმადიდებელი ეკლესიების სრული უმრავლესობისგან განსხვავებით, საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში და სახლში დარჩენის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, სააღდგომო ღვთისმსახურებებს, ფაქტობრივად, უცვლელად ასრულებს. საქართველოს მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ინფიცირებულები, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ავად გახდიან ყველას. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს. მეორე დღეს გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეკლესიაში არ წავიდნენ და სახლში დარჩნენ. მისი თქმით, ერთხელ ტრადიციაზე უარის თქმის გამო, ღმერთი არ გაბრაზდება და ასე ქვეყანა გადაარჩენენ. მანვე სთხოვა ეკლესიას, რომ შეეცვალათ სააღდგომო ლიტურგიის ფორმატი.
ვირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხის შესახებ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომ აღდგომის ღამეს დიდ ეკლესიებში მრევლმა ორმეტრიანი დისტანცია დაიცვას, პატარა ტაძრებში კი ეზოში განაწილდეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება პოლიცია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 385 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84, ხოლო გარდაიცვალა 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 519.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
-
"საბავშვო კონტენტის საფარქვეშ" პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს" — ზელენსკიმ მაშა და დათვის შემქმნელებს სანქციები დაუწესა "საბავშვო კონტენტის საფარქვეშ" პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს" — ზელენსკიმ მაშა და დათვის შემქმნელებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ზურა ჯაფარიძე: უსინდისო ტყუილია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა ზურა ჯაფარიძე: უსინდისო ტყუილია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე: პენიტენციური სისტემა აბსოლუტურად დეჰუმანიზებულია ზვიად ცეცხლაძე: პენიტენციური სისტემა აბსოლუტურად დეჰუმანიზებულია
გადახედვა
-
ფესტივალი ZEIMI — ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება ფესტივალი ZEIMI — ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
-
ტარიელ კაკაბაძე: შსს-ს განცხადება ჩემი და სოფიო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მცდელობაა ტარიელ კაკაბაძე: შსს-ს განცხადება ჩემი და სოფიო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მცდელობაა
გადახედვა
-
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
გადახედვა
-
$12 მლნ-იანი სანქცია და აუქციონზე გაყიდული სახლი — როგორ ჩამოაშორა "ოცნებამ" ნიკა გილაური აქტიურ პოლიტიკას? $12 მლნ-იანი სანქცია და აუქციონზე გაყიდული სახლი — როგორ ჩამოაშორა "ოცნებამ" ნიკა გილაური აქტიურ პოლიტიკას?
გადახედვა
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
კომენტარები