ჯივიპი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
2025 წელს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს მასშტაბურ სამუშაოებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციის მიზნით. კომპანია ერთდროულად ატარებს მაგისტრალური მილსადენების პრევენციულ მონიტორინგს, ახორციელებს სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ოპტიმიზაციას უწევს ქსელში წნევის მართვას. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და ავარიული შემთხვევების შემცირებას.
წყალმომარაგების სისტემა მოიცავს, როგორც ქალაქის არსებულ ქსელებს, ისე მაგისტრალურ მილსადენებს, რომლებიც სასმელი წყლის მომხმარებლამდე ტრანსპორტირებას ჟინვალის წყალსაცავიდან და ხრამის სათავე ნაგებობიდან უზრუნველყოფენ. მათი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანიამ 2025 წელს კიდევ უფრო გააძლიერა პრევენციული მონიტორინგის ღონისძიებები — გარე რისკების შეფასებისა და მაგისტრალების ცალკეული მონაკვეთების მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით. დასრულდა 400 კმ სიგრძის მაგისტრალური მილსადენების მდგომარეობისა და რისკების შეფასების კვლევა, ასევე დამონტაჟდა 30 ჰიდროფონი, რომლებიც უზრუნველყოფს შესაძლო დაზიანების ან რისკის შესახებ წინასწარი შეტყობინების მიღებას.
2025 წლის განმავლობაში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა უკვე დაასრულა 135 სარეაბილიტაციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი, 105 პროექტი კი შესრულების ეტაპზეა.
დასრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია:
- ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
- რუსთავი, ხრამის მაგისტრალის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
- აწყურის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
- ალექსიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
- ევდოშვილის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
- რუსთავი, ჭყონდიდელის დასახლების წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
- მცხეთა, აღმაშენებლის ქუჩის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;
- სამგორის სათავე ნაგებობის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია;
- ზემო პლატოს სატუმბე სადგურისა და სამგორის გამწმენდი ნაგებობის ტუმბო-აგრეგატების რეაბილიტაცია;
- ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობის სალექარების რეაბილიტაცია;
- სამგორის პირველი აწევის სატუმბე სადგურის ელექტრომომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
- რუსთავის მეორე აწევის სატუმბო სადგურის რეაბილიტაცია.
მიმდინარე პროექტებია:
- სამგორის სათავე ნაგებობის პირველი, მეორე და მესამე რიგის ფილტრების რეაბილიტაცია;
- ბახტრიონის სატუმბე სადგურის რეაბილიტაცია;
- საიათნოვასა და ისპაჰანლის ქუჩების წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია;
- ინოვაციების ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
- დიღმის საცდელი მეურნეობის წყალარინების ქსელების განაშენიანების პროექტი;
- რუსთავი, ფალიაშვილის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
2025 წლის ერთ-ერთ განსაკუთრებული პროექტია წყალმომარაგების სისტემაში წნევის რეგულირების პროგრამა. მისი ფარგლებში ქსელზე დამონტაჟდა 15 წნევის რეგულატორი და 33 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. განხორციელდა 171 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელში წნევის ოპტიმიზაცია, რაც საერთო ჯამში 65,758 აბონენტის მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. წნევის რეგულირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქსელის დაზიანებებისა და წყლის დანაკარგების რაოდენობა, გაუმჯობესდა საოპერაციო და ქსელის სტაბილური ფუნქციონირების მაჩვენებლები. პროექტი უკვე განხორციელდა ისანი-სამგორის არეალში, ხოლო ნაძალადევში სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. შემდეგ ეტაპებზე დაგეგმილია სამუშაოების შესრულება გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტები, მიზნად ისახავს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სერვისის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობის, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებისა და ხანგრძლივობის შემცირებას.
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
კომენტარები