15 მტკივნეული შემთხვევა, როცა მსახიობის წასვლამ სერიალი მთლიანად შეცვალა
ხანდახან, როცა საყვარელ სერიალში რომელიმე პერსონაჟს შეიყვარებ ან უბრალოდ მიეჩვევი და მის გარეშე შოუ ვერ წარმოგიდგენია, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით შეიძლება გაიგო, რომ ის შოუს ტოვებს.
გადავწყვიტეთ, რამდენიმე ასეთი გამორჩეული შემთხვევა გაგვეხსენებინა და თან მეტი მრავალფეროვნებისთვის ცნობილი სერიალებიდან მსახიობების წასვლის განსაკუთრებულად გულდასაწყვეტი შემთხვევების დასახელება ერთგულ მაყურებლებსაც ვთხოვეთ ფეისბუქ ჯგუფში, რომელსაც აუცილებლად უნდა შეუერთდეთ, თუ სერიალები გიყვართ.
შედეგები კი ასეთია:
1. როცა Grey's Anatomy სანდრა ომ დატოვა
თითქოს ამ სერიალის მაყურებლებს აკლდათ გულის გამხეთქავი ამბები.
2. როცა დევიდ დუხოვნი The X-Files-დან წავიდა
მოგვიანებით კი დაბრუნდა, მაგრამ ეს მაინც არ იყოს ის X-Files, რომელიც შევიყვარეთ
3. როცა Misfits-დან რობერტ შიენი წავიდა
"აი, ნეითანი რომ აღარ იყო, ყურებაც შევწყვიტე", — სოფო.
4. როცა Suits პატრიკ ადამსმა დატოვა
არაერთ მაყურებელს ამის გამო სერიალის შემდგომი სეზონები აღარც კი უნახავს.
5. როცა ემი როსუმი Shameless-დან წავიდა
"ფიონას გარეშე წარმოუდგენლად გამიჭირდა. ვეღარ გავაგრძელე სერიალი. აი, იქნებ ლიპის და კევის ვამო მაინც ვნახო-მეთქი, მაგრამ ვერ", — ამბობს სერიალის ერთ-ერთი მოყვარული.
6. როცა Vampire Diaries-დან ნინა დობრევი წავიდა
ვამპირის დღიურები ნინას გარეშე ნამდვილად რთული წარმოსადგენია.
7. როცა Community ჩევი ჩეიზიმ და დონალდ გლოვერმა დატოვეს
"ძალიან მიყვარს შემდეგი სეზონებიც, მაგრამ ტროისა და პირსის გარეშე მაინც გულდასაწყვეტია", — ამბობს ჯგუფის წევრი ნინიკო.
8. როცა სტივ კარელი The Office-დან წავიდა
სატელევიზიო შოუების ისტორიაში ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო გადაწყვეტილება იყო, თუმცა სერიალს შექება ეკუთვნის იმისთვის, როგორც გაუმკლავდა გამომშვიდობის სცენებს.
9. როცა House Of Cards-დან კევინ სპეისი წავიდა
მართალია, თავისი ნებით არ წასულა და ეს არც უმიზეზოდ მომხდარა, მაგრამ მაინც.
10. როცა თითქმის 15-წლიანი თამაშის შემდეგ ჯასტინ ჩემბერსმა Grey's Anatomy დატოვა
"გრეის ანატომიას მსახიობის წასვლებით რომელი დაუდგება წინ?", — ნატალია.
11. როცა ემელ ამინი Sense8-დან წავიდა
მისი სხვა მსახიობით ჩანაცვლება ნამდვილად არ იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება.
12. როცა The Affair-დან რუთ უილსონი წავიდა
არადა ელისონის პერსონაჟი ამ სერიალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
13. როცა Walking Dead ენდრიუ ლინკოლმა დატოვა
ზომბებით სავსე სამყარო რიკის გარეშე ნამდვილად საშინელებაა.
14. როცა Glee-ში ფინ ჰადსონის როლის შემსრულებელი გარდაიცვალა
ერთგული გულშემატკივრები საყვარელ პერსონაჟთან ერთად საყვარელ მსახიობსაც დაემშვიდობნენ.
15. როცა American Horror Story ჯესიკა ლენგის გარეშე გაგრძელდა
და როგორც ამ შოუს მაყურებლების უმეტესობა თანხმდება, მას შემდეგ სერიალმა ხიბლიც დაკარგა.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
კომენტარები