ქართული ფილმები, რომელთაც თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე ვნახავთ
თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი სულ მალე, 28 ნოემბერს დაიწყება და 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად იქნება პროგრამა ქართული პანორამა, რომელიც 2016 წლის 20 ყველაზე მნიშვნელოვან, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს გააერთიანებს.
პროგრამის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებიდან აღსანიშნავია რუსუდან გლურჯიძის სხვისი სახლი, რომელიც სხვა რამდენიმე კონკურსთან ერთად, წლევანდელი კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებულია.
ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს იკავებენ, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ, რადგან ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
ნინო ბასილიას სოციალური დრამა ანას ცხოვრება, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს, მათ შორის პალმა დე მალიორკასა და Arras Film Festival-ის გამარჯვებული გახდა, ქართული პანორამის გარდა მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საკონკურსო სექციაშიც.
წელს არანაკლებ საინტერესოა ფესტივალის დოკუმენტური ფილმების ჩამონათვალიც. მაყურებელი ბოლო დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარს, სალომე ჯაშის დაისის მიზიდულობას იხილავს.
ფილმი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით დასავლეთ საქართველოს ერთი პატარა ქალაქის ფსევდო-ეთნოგრაფიულ პორტრეტს ქმნის, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება.
თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი რამდენიმე ფილმის ქართულ პრემიერასაც უმასპინძლებს, მათ შორის იქნება:
ლევან კოღუაშვილის გოგიტას ახალი ცხოვრება, რომელიც ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა. ფილმში ასახულია ციხიდან გამოსული გოგიტას ისტორია, რომელიც 14 წელი იხდიდა სასჯელს;
ასევე, ლაიფციგის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული რეჟისორის, მარიამ ჭაჭიას ფილმი - მოუსმინე სიჩუმეს.
რაც შეეხება მოკლემეტრაჟიან ფილმებს: ფესტივალის ქართულ პანორამაში წარმოდგენილია წინანდლის პრემიის ლაურეატი დეა კულუმბეგაშვილის ლეთა, რომლის მსოფლიო პრემიერაც კანის კინოფესტივალის სექციაში "რეჟისორთა ორკვირეული" შედგა და გიორგი თოდრიას დაკარგული სოფელი, რომელიც 81-ზე მეტ კინოფესტივალზე აჩვენეს და 21 ჯილდოს მფლობელია.
სექციაში ასევე დაგეგმილია შემდეგი ფილმების ჩვენება:
- ანა სარუხანოვა, დღის ბოლომდე,
- გიორგი მუხაძე, ანას მოლოდინში,
- თენგო ასიტაშვილი და გიორგი ოქრიაშვილი, ტრაგედია უგმიროდ და
- ხათუნა ხუნდაძე, სერიოზული კაცი.
თბილისის მე-17 კინოფესტივალზე შედგება რეჟისორ რეზო ესაძის ახალი ნამუშევრის თვე, როგორც ერთი დღე პრემიერა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები