ნაციონალური მოძრაობა განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართავს, რომ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური გადაუხადოს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შაშკინის თქმით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური, თანხა ანგარიშზე უნდა დაუბრუნდეთ.

როგორც შაშკინი ამბობს, განათლების სამინისტროს აღნიშნული ინიციატივის შესასრულებლად საკმარისი თანხა აქვს.

"საქართველოს თითქმის ყოველ მესამე ოჯახში არის სტუდენტი. ძირითადად სტუდენტები იყვნენ დასაქმებულები სერვისის და ტურიზმის სექტორში, რა დღეშია ეს სექტორი, კარგად იცით. ასევე იყვნენ თვითდასაქმებულები. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 800 000-მა თვითდასაქმებულმა დაკარგა სამსახური. ანუ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნათ სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით", — განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.