5 წიგნი ძლიერი ქალების შესახებ
ფოტო: Milena Trefler
მსოფლიო ლიტერატურას ყველანაირი პერსონაჟის შესახებ დაწერილი წიგნები ახსოვს, მათ შორის ძლიერ ქალებზეც, თუმცა იმის გამო, რომ ისტორიულად ქალებს განათლების მიღების უფლება წართმეული ჰქონდათ, დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ კაცი ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურულ სამყაროს ვეცნობოდით, სადაც ქალებს დიდი ადგილი არ ეკავათ, ან თუ ეკავათ, უმეტეს შემთხვევაში მათი როლი დედის, ცოლის ან სასიყვარულო ობიექტის ფუნქციით შემოიფარგლებოდა.
ფემინისტური მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად ლიტერატურაში აქტიურად გამოჩნდნენ მწერალი ქალებიც, შესაბამისად, მათ თავიანთი თუ სხვა ქალების იმ გამოცდილებების შესახებ მოგვითხრეს, რომლებიც მანამდე საერთო ყურადღების მიღმა რჩებოდა ან მეტიც — მათზე საუბარიც კი აკრძალული იყო.
ახლა სწორედ რამდენიმე ასეთი გამორჩეული წიგნის შესახებ გიამბობთ, სადაც ქალების თავს გადახდენილ სასტიკ ამბებთან ერთად იმ ძლიერ პერსონაჟებზეა მოთხრობილი, რომლებიც ამ სისასტიკეს სხვადასხვა გზით დაუპირისპირდნენ.
1. მხევლის წიგნი — მარგარეტ ეტვუდი
ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ხშირად, როცა მასშტაბური სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისი იწყება, ძალაუფლების მქონე ჯგუფი ან თუნდაც მთელი მმართველი სისტემა იწყებს დამნაშავის, განტევების ვაცის ძიებას. ეს შეიძლება იყოს რომელიმე ეთნიკური ჯგუფი, სექსუალური უმცირესობა ან მარგინალიზებული სოციალური ფენა, მაგრამ ყველაზე ხშირად ასეთ დროს ქალთმოძულეობა იფეთქებს ხოლმე: მაშინვე იწყება ფემინურობის, როგორც სისუსტის განდევნა, უარყოფა და მასკულინური ძალადობის გაიდეალება (დიქტატურა, ჯარი, პოლიციური რეჟიმი) ან ქალების მთლიანად დაქვემდებარება.
მარგარეტ ეტვუდმა 1985 წელს გამოაქვეყნა რომანი-წინასწარმეტყველება, სადაც აღწერილია, თუ როგორ წაართმევენ პირველ რიგში სწორედ ქალებს ყველა უფლებას მათ მიერ ჩადენილი "ცოდვების" სახელით გლობალური კრიზისის დაწყებისას. ახლა კი, როცა ამბიონებიდან ხანდახან ისიც გვესმის, რომ კორონავირუსის პანდემია გახშირებული აბორტების ბრალია, ეს წიგნი კიდევ ერთხელ აჩვენებს მკითხველს თავის უნიკალურ მნიშვნელობას გამოქვეყნებიდან ათწლეულების შემდეგაც კი და იმას, რომ ქალების თავისუფლების საკითხი ნებისმიერ წამს შეიძლება დადგეს კითხვის ქვეშ, ამიტომ პატრიარქატის, თუნდაც სახეცვლილად ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
2. პერსეპოლისი — მარჯან სატრაპი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ირანსა და იქ არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას მრავალფეროვან მოსაზრებებს ვისმენთ, თუმცა იშვიათად იმ ადამიანებისგან, ვისაც იქ მიმდინარე ცვლილებები თავად შეეხო. შესაბამისად, მსგავსი ამბები ხშირად პირადი ინტერპრეტაციებით სახეშეცვლილი და უცხო დამკვირვებლის თვალითაა გადმოცემული. აი მარჯან საპტრაპიმ კი სწორედ თავისი გამოცდილება გააცოცხლა და თანაც როგორ — გრაფიკული რომანის სახით.
პერსეპოლისი ირანის რევოლუციამდე არსებულ მდგომარეობას, რევოლუციის მიზეზებსა და შედეგებსაც ერთი ქალის ავტობიოგრაფიული დეტალებით მოგვითხრობს, რომელმაც ყველაფერი ეს საკუთარ ტყავზე გამოსცადა და გადარჩენა შეძლო. თავის სამშობლოში მოულოდნელ რელიგიურ და სოციალურ ცვლილებებთან ერთად მარჯან სატრაპი შეულამაზებლად აღწერს დასავლური კულტურის დამოკიდებულებებსაც ამ ყველაფრის მიმართ: როგორ სტერეოტიპულად აღიქვამდნენ მას, როგორც ირანელ ქალს და ა.შ. ამ საკმაოდ მძიმე, ემოციურ და ისტორიული მნიშვნელობის წიგნს კი განსაკუთრებულ ხიბლს თანდართული ილუსტრაციები მატებს, რომლებიც ასევე სატრაპის ოსტატობის დამსახურებაა.
3. იისფერი — ელის უოკერი
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
ერთი შეხედვით ეს წიგნი სულაც არ არის ძლიერ ქალზე, პირიქით: იისფერის მთავარი გმირი, სილი ყველანაირად განადგურებული, დამცირებული და შეურაცხყოფილი ქალია. თუმცა ის მაინც ახერხებს, რომ გადარჩეს, ცხოვრება გააგრძელოს და მთელ სამყაროზე არ გაბოროტდეს. განა ეს ნაკლები გმირობაა? კაცების უმეტესობა იმ ჩაგვრის უმცირეს დოზასაც კი ვერ გაუძლებდა, რისი ატანაც სილის ყოველდღიურად უწევდა.
თუმცა ამ ყველაფერს სილი ასე მარტივადაც ვერ გაუმკლავდებოდა, მის გვერდით სხვა ქალები რომ არ ყოფილიყვნენ და ეს წიგნიც სწორედ იმ საოცარი სოლიდარობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ყველაზე დამცირებულებს, უსამართლოდ და დაუნდობლად გათელილებს ერთმანეთის გაძლიერებასა და შეყვარებაში ეხმარება. ამ წიგნის პერსონაჟებთან ერთად წარმოუდგენლად ძლიერი ქალია თავად ავტორიც, ელის უოკერი, რომელმაც მრავალი შეზღუდვისა და ცენზურის მიუხედავად მაინც შეძლო, რომ ეს ისტორია ყველასთვის მოეყოლა.
4. დედის რძე — ნორა იკსტენა
ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში
საბჭოთა კავშირში ადამიანების სასტიკ ბედზე საუბრისას, როგორც წესი, ძირითადად ცნობილი პოლიტიკოსების, მწერლებისა თუ ჯარისკაცების (რომლებიც, რა თქმა უნდა, სრული უმრავლესობით კაცები იყვნენ) ცხოვრებას ვიხსენებთ, არადა ისიც კარგად ვიცით, რომ ამ პერიოდში ქალებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა სამუშაო სექტორში და მათი ყოველდღიური ყოფაც არანაკლებ დაინტერესებას უნდა იწვევდეს თანამედროვე პერსპექტივიდან.
ნორა იკსტენამ თავის სულის შემძვრელ რომანში სწორედ საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმში მცხოვრები ქალების ბედზე მოგვითხრო: ორი ქალის, ორი თაობის, დედისა და შვილის ცხოვრებაზე, რომელთა ურთიერთდაპირისპირებული გრძნობები მაინც საერთო რკინის ფარდით იყო დახშული.
მართალია, ეს წიგნი ძირითადად პესიმიზმითაა გაჟღენთილი, თუმცა ამ რომანში სწორედ ყველაფრის უარყოფა, თუნდაც საკუთარი შვილის ძუძუთი გამოკვებაზე უარის თქმაც კი, ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლის ერთ-ერთ ალტერნატიულ სახედ გვევლინება. თუ როგორ, ამას წიგნის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ, როცა პერსონაჟებთან ერთად ლატვიის მდინარეებში იბანავებთ და შემდეგ პირში დაგუბებული უიმედობის მიუხედავად ახალგამომცხვარ ღვეზელს დააგემოვნებთ.
5. კასანდრა — კრისტა ვოლფი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
კრისტა ვოლფი გამოჩენილი გერმანელი მწერალია, რომელსაც, სამწუხაროდ, ქართველი მკითხველები კარგად არ იცნობენ. თუმცა 2018 წელს ქართულად ნათარგმნი კასანდრა ნამდვილად კარგი დასაწყისია, რომ ამ მწერლის საოცარი ოსტატობა ამჯერად მაინც აღმოვაჩინოთ.
კრისტა ვოლფს უყვარს წარსულის ლაბირინთებში ჭეშმარიტების ძიება და ამ რომანშიც ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირი ქალის, კასანდრას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ომის წყურვილით დაბრმავებულ კაცებს მოახლოებული საშინელების შესახებ აფრთხილებს და ცდილობს, ხოცვა-ჟლეტა ყველას თავიდან აარიდოს.
კასანდრა განსაკუთრებული უნარით — მომავლის წინასწარი განჭვრეტითაა დაჯილდოებული, თუმცა ეს ჯილდოზე მეტად უფრო მის სასჯელად იქცევა: მიუხედავად იმისა, რომ ის სიმართლეს ყველას წინასწარ უმხელს, მას არ უსმენენ. აღსანიშნავია, რომ, როცა კრისტა ვოლფმა ეს რომანი გამოაქვეყნა, ის ცენზურის მსხვერპლი გახდა. კასანდრას მსგავსად მისი დადუმებაც სცადეს.
კრისტა ვოლფის ამ გახმაურებული რომანის შესახებ ლაშა ბუღაძემ მთავარი არხის შუადღეში ვრცლად ისაუბრა.
-
ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული
გადახედვა
-
უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გადახედვა
-
ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში
გადახედვა
-
მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია" მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია"
გადახედვა
-
ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს" ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს"
გადახედვა
-
ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად
-
ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე? ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე?
-
მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა
გადახედვა
-
ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს "საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა. ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა.
გადახედვა
-
კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე
გადახედვა
-
IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა

კომენტარები