შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის ცხელი ხაზის, 112-ისა და სახელმწიფოს ცხელი ხაზის, 144-ის მუშაობის დატვირთვის არ ეშინიათ. მისი განცხადებით, მიუხედავად ამისა ყველა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რადგან ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს და რაღაც დონემდე დატვირთვა კი შესაძლებელია.

"დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, სხვადასხვა ლოკაციები გვაქვს კიდევ მოწყობილი თუნდაც რომ აქ შემთხვევით, კი მოწმდება, სიცხეს უზომავენ, მაგრამ მაინც რომ მოხდეს, რამე კერა აღმოჩნდეს, დამატებით ორი ლოკაცია გვაქვს გამზადებული. სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ იქით და განვაგრძოთ მუშაობა", — თქვა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა. დადასტურებულ შემთხვევებს შორის გამოჯანმრთელებულია 50 ადამიანი. ინფიცირებულებს შორის კი გარდაცვლილია 3 პირი. კარანტინის რეჟიმში 4 559 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 353 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: