ნიუ-იორკის საავადმყოფოები 100 წლის წინ — ფოტოები
პანდემიისას ცალკეული ქალაქის უსაფრთხოება დიდადაა დამოკიდებული ექიმებისა და ექთნების თავდადებულ შრომაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კორონავირუსისაგან გამოწვეულმა კრიზისმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეანელა, ჯანდაცვის თანამშრომლები პროფესიული სამუშაოს შესრულებას ძველებური გულმოდგინებით განაგრძობენ და საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდებით უამრავ ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარებიან.
საზოგადოების სამსახურში ყოფნის ასეთ გმირულ ქმედებებს დიდი ისტორია აქვს. ნიუ-იორკის მუზეუმის ბეჭდვითი მედიისა და ფოტოსურათების კურატორი, შონ კორკორენი, მეცხრამეტე საუკუნის შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს, რომლებზეც კარგად ჩანს, რომ ამ ქალაქის საავადმყოფოების პერსონალი ინოვაციური იდეებისა და თავდადებული მუშაობისათვის ჯერ კიდევ 100 წლის წინ იყო მზად.
მარცხნივ: ორი ექთანი ვანდერბილთის პავილიონზე არსებულ წმინდა ლუკას საავადმყოფოს სპირალურ კიბეზე ჩამოდის, 1899 წელი. მარჯვნივ: ბელვიუს საავამდყოფო ბლექველის კუნძულზე, 1890-იანების შუა წლები.
ფოტო: Museum of the City of New York / Byron Co. Collection / Getty Images
ბაირონის კოლექცია ორთაობიანი კომერციული ფოტოგრაფული კომპანიის არქივს წარმოადგენს. ეს კომპანია 1892 წელს დააარსა იოსებ ბაირონმა, რომელიც საბოლოოდ მისმა შვილმა, პერსი ბაირონმა ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი 1942 წლამდე ედგა სათავეში ოჯახის ბიზნესს. ამის შემდეგ არქივი ნიუ-იორკის მუზეუმს გადაეცა.
კომპანიის ჩანაწერების ჟურნალი ამ ეტაპზე მიუწვდომელია, ამიტომ რთულია თქმა, კონკრეტულად რა მიზანს ემსახურებოდა ამ ფოტოსურათების გადაღება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მომხმარებლის მოთხოვნა იყო; ან ბაირონებმა მიიჩნიეს, რომ მომავალში კომერციულ კლიენტს ან რომელიმე გაზეთს მოუნდებოდა მსგავსი კადრების გამოყენება და წინდაწინ შექმნეს კოლექცია. შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ ეს, უბრალოდ, ისეთი პროფესიონალი ფოტოგრაფის გატაცების შედეგი გახლავთ, რომელსაც ნებისმიერი გარემოს ამსახველი დიდი ფორმატის ფოტოსურათების დაბეჭდვა ჰობად ჰქონდა ქცეული.
მარცხნივ: ზენდერის ინსტიტუტში ქალი სკამის მსგავს ვიბრაციულ მოწყობილობაში თერაპიის კურსს გადის, 1908 წელი. მარჯვნივ: ინკუბატორში მოთავსებული ახალშობილი სლოუნის სამშობიაროში, გვიანი 1890-იანი წლები.
ფოტო: Museum of the City of New York / Byron Co. Collection / Getty Images
ეს ფოტოსურათები შთამბეჭდავია, რადგან ისინი იმ ეპოქას გვაჩვენებენ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ექიმების პროფესიული გადამზადების ტრენინგები წამოიწყო. ეს ასევე გახლდათ დრო, როდესაც ნიუ-იორკის ღარიბული უბნები ინფექციათა ბუდეები იყო, ხოლო სამედიცინო სფეროს პროფესიონალები ნელ-ნელა იწყებდნენ ვირუსის გამომწვევი მიზეზების დადგენასა და მასთან ბრძოლის გზების გამომუშავებას. კოლექცია იმითაც არის გასაოცარი, რომ ამ კადრების გადაღებიდან სულ ცოტა ხანში ნიუ-იორკში "ტიფოიდური მერის" საგა გათამაშდა, ხოლო 1918 წელს ქვეყანაში გრიპის საშინელი პანდემია დაიწყო.
დღეს შექმნილი ვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ ის ექიმები და ექთნები, რომლებიც ვირუსულ ომს არ უშინდებოდნენ და საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ მოსახლეობას დაავადებათა გავრცელებისაგან. მართალია, დღეს მეცნიერება ბევრად განვითარებულია, მაგრამ ეს სწორედ იმ ინდივიდების დამსახურებაა, რომლებიც წარსულში საერთო სიკეთისათვის თავდაუზოგავად შრომობდნენ და ძალებს არ იშურებდნენ. ამასთან, ეს კადრები იმასაც ააშკარავებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალაქის უსაფრთხოებისთვის სამედიცინო ინფრასტრუქტურაში მოზრდილი თანხების დაბანდება.
ექთნები წმინდა მარკოზის საავადმყოფოში, 1905 წელი
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
ბელვიუს საავადმყოფოს ექიმი ჰოსპიტალის შენობის წინ გაჩერებულ სასწრაფო დახმარების ფურგონში ჯდება, 1896 წელი
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
ბელვიუს საავადმყოფო ბლექველის კუნძულზე, 1890-იანების შუა წლები
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
რუზველტის საავადმყოფო, გვიანი 1890-იანი წლები
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
პაციენტებს ყურის ხრტილის ქსოვილის გადანერგვის ოპერაციისთვის ამზადებენ, 1904 წელი
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
სლოუნის სამშობიაროს პალატა, გვიანი 1890-იანი წლები
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
ნიუ-იორკში მდებარე რომელიღაც საავადმყოფოს მოსაცდელი, 1907 წელი
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
წმინდა ლუკას საავადმყოფოს აფთიაქი, 1907 წელი
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
პაციენტები, 1898 წელი
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
ჰარლემის საავადმყოფოში პაციენტები წამლის რიგში დგანან, 1896 წელი
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
რუზველტის საავადმყოფოს ჩოგბურთის კორტი და ვერანდა, 1921 წელი
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Image
წმინდა ლუკას საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ფურგონი, 1900 წელი
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
ექიმი ჯონ ალან უეიტი ნიუ-იორკის პოლიკლინიკის სამედიცინო სკოლასა და საავადმყოფოში ოპერაციას სტუდენტების წინ ატარებს, 1902 წელი
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
რენტგენის ლაბორატორია წმინდა ფრანცისკეს საავადმყოფოში, 1920 წელი
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
ექთნების სასადილო ოთახი რუზველტის საავადმყოფოში, გვიანი 1890-იანი წლები
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
წმინდა მარკოზის საავადმყოფოს ლაბორატორია, 1904 წელი
ფოტო: Museum of the City of New York / Getty Images
კომენტარები