ახლა სწორედ ის დროა, Euphoria-ს შთაგონებით თავადაც რომ მოიხატოთ სახე
მიუხედავად იმისა, რომ HBO-ს 2019 წლის სერიალს, Euphoria-ს ერთი შეხედვით სტანდარტული სიუჟეტი აქვს და თინეიჯერების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რაც საშიშროებას აჩენს, რომ ის კვლავ ბანალურ და გაცვეთილ თემებზე იქნება, ამ შოუმ მაყურებლებთან ერთად კრიტიკოსებიც კი მოხიბლა თანამედროვე თინეიჯერების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის კრიტიკული აღწერით.
სცენარის ემოციურობის, მსახიობების კარგი შესრულებისა და კიდევ სხვა ბევრი დეტალის გვერდით მაყურებლებს განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ ამ შოუში გამოყენებული მაკიაჟის ნაირსახეობები.
ალბათ, ეიფორია ის ერთ-ერთი გამორჩეული შოუა, სადაც მაკიაჟითაც კი გამოხატულია პერსონაჟების ხასიათი
და ემოციები.
ბევრს ჰგონია, რომ მსგავსი შედეგის მისაღწევად პროფესიონალის ჩარევაა აუცილებელი, თუმცა, როგორც ჩანს, ყოველთვის ეს საჭირო სულაც არაა:
სწორედ ამ სერიალის მაკიაჟის არტისტმა, რომელიც ეიფორიაში ნაჩვენები ყველა დასამახსოვრებელი მაკიაჟის ავტორია, რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამის პირად ანგარიშზე პოსტი გამოაქვეყნა და ყველას მოუწოდა, რომ მაკიაჟს, როგორც თერაპიას, ის მიუდგნენ და მეტად თავისუფლები იყვნენ:
"გასული წლიდან მოყოლებული არაერთი შეტყობინება მომივიდა, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ მაკიაჟის გაკეთებისას სათანადო შედეგის მიღწევას, რადგან ამის უნარები არ აქვთ. მესმის ეს გრძნობა, როცა გინდა თანამედროვე ტენდენციებს აჰყვე და სრულყოფილი შედეგი მიიღო, თუმცა მე სხვა რამეს გთავაზობთ: თავისუფალი სტილის მაკიაჟი. თქვენი შემოქმედებითი უნარები რომ აღმოაჩინოთ, მეტად გაიხსენით და უფრო თავისუფლები იყავით", — დაწერა დონიელა დევიმ თავის ინსტაგრამზე.
თავისი მოწოდების საილუსტრაციოდ კი ამ შოუს მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობი მსახიობის, ჰანტერ შეფერის მაგალითი მოიყვანა:
აღსანიშნავია, რომ ამ წამოწყებას ინსტაგრამის ბევრი მომხმარებელი აჰყვა და თავიანთი შთაგონებით შექმნილი მაკიაჟის შედეგებიც გაგვიზიარეს საჯაროდ:
შესაბამისად, თვითიზოლაციაში თქვენც თამამად შეგიძლიათ სცადოთ იგივე და ვინ იცის, იქნებ დროის სასიამოვნოდ გაყვანასთან ერთად აქამდე უცნობი საიდუმლო უნარებიც აღმოაჩინოთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები