მინისტრის მტკიცებით, უხარისხო ტესტებში სახელმწიფოს თანხა არ გადაუხდია
ფოტო: Shenzhen Bioeasy Biotechnology
საქართველომ ხელშეკრულება გააფორმა კორონავირუსის დასადგენი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის პროდუქციის ხარისხი ესპანეთმა დაიწუნა და უკან დააბრუნა. ესპანეთში ამბობენ, რომ ტესტის შედეგებში უზუსტობა იყო. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, კომპანიამ ხარვეზის შესახებ "ნოტა გამოაქვეყნა" და პროდუქცია ყველა ქვეყნიდან თავად გაიწვია. თუმცა, ასეთი დოკუმენტი საჯაროდ არ იძებნება და არც სამინისტროში პასუხობენ On.ge-ს კითხვას, რა ფორმით მიიღეს შეტყობინება და გაავრცელებენ თუ არა მას. ამასთან, ესპანეთში ჩინეთის ელჩი ამბობს, რომ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ს სამედიცინო პროდუქტების გაყიდვის ლიცენზია არ აქვს.
Shenzhen Bioeasy Biotechnology-ს საქართველომ 215 000 სწრაფი ტესტი შეუკვეთა, რომლის ღირებულებაც, ხელშეკრულების მიხედვით, ტრანსპორტირების გარეშე 1 182 500 აშშ დოლარს შეადგენდა.
ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიამ ხარვეზი აღმოაჩინა, გამოაქვეყნა ნოტა და პროდუქცია ყველა ბაზრიდან თავადვე გაიწვია.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თანხა არ გადარიცხულა და ხელშეკრულებაც უკვე ანულირებულია. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი განმარტავს, რომ ეს ტესტები ქვეყანაში საერთოდ არ შემოსულა.
კიდევ ერთი დეტალია კომპანიის ლიცენზიის საკითხი. მაგალითად, ესპანეთში ჩინეთის საელჩო ამბობს, რომ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ს სამედიცინო პროდუქტების გაყიდვის ლიცენზია არ აქვს.
ამასთან დაკავშირებით განმარტება დღეს არ გაუკეთებიათ არც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და არც მის მოადგილეს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძემ კომპანიაზე საუბრისას აღნიშნა:
"ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკეთებთ გადაზღვევას არააკრედიტებული და არააპრობირებული ტესტების ბაზარზე შემოტანისთვის".
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, კომპანიამ "გამოაქვეყნა ნოტა", მენეჯერი, ზუ ჰაიმ South China Morning Post-თან ირწმუნება, რომ ტესტების უზუსტობის შესახებ ცნობები მცდარია.
On.ge-მ სცადა, კომპანიის პოზიციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინა. საჯაროდ ამ ტიპის განცხადება არ იძებნება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ Shenzhen Bioeasy Biotechnology-მ უწყებას ოფიციალურად მიმართა. On.ge-მ პრესსამსახურს ამ დოკუმენტის გადმოგზავნა სთხოვა, რაზეც გვიპასუხეს, რომ გაარკვევენ, რამდენად აქვთ ამის უფლება. ერთი საათის შემდეგ, პრესსამსახურის თანამშრომელი სატელეფონო ზარს არ პასუხობს. პრესსამსახურის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნინო მამალაძე კი ამბობს, რომ პირველები ვართ, ვინც ეს დოკუმენტი მოვითხოვეთ და ამ დროისთვის, სამინისტრო ამზადებს განცხადებას, სადაც საუბარი იქნება ყველა იმ კომპანიაზე, ვისთანაც ტესტებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდათ.
რაც შეეხება ქვეყანაში უკვე არსებული ტესტების სანდოობას, ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მცდარი დიაგნოსტირების რისკი არ აქვთ, რადგან ტესტების შერჩევა ინფექციონისტების, ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციითა და საელჩოების სრული ჩართულობით მიმდინარეობს.
"ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას და ეს დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში — ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის", — ამბობს ის.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიასთან და თავდაპირველად მხოლოდ 2000 ტესტი გადმოიგზავნება, ხოლო მას შემდეგ, რაც სანდოობა დადასტურდება, დამატებით შეიძენენ.
რაც შეეხება ჩინეთიდან უკვე შემოტანილ ათას ტესტს, მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ეს არის PCR ტესტები და არა სწრაფი ტესტები. ჩინურ კომპანიასთან ანულირებულ ხელშეკრულებაზე საუბრისას ის სხვა ქვეყნებთან ავლებს პარალელს, რომლებიც ასევე თანამშრომლობდნენ Shenzhen Bioeasy Biotechnology-სთან.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობას Shenzhen Bioeasy Biotechnology-სთან ჰქონდა გაფორმებული, წუნის არსებობის შემთხვევაში, მომწოდებელი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას ნაკლი შემსყიდველის ინტერესების გათვალისწინებით. მომწოდებელი ასევე ვალდებულია, რომ წუნის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 45 დღეში წუნდებული პროდუქტი შეცვალოს.
ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული არაზუსტი ტესტების შესახებ ესპანეთში გაზეთმა El País-მა დაწერა. მათი ინფორმაციით, მიკრობიოლოგებმა დაადგინეს, რომ Shenzhen Bioeasy Biotechnology-სგან შეძენილი ტესტები ვირუსის დადგენას მხოლოდ შემთხვევების 30%-ში ახერხებს. ამის შემდეგ, ესპანეთის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური მიკრობიოლოგიის საზოგადოებამ გაავრცელა ოფიციალური რეკომენდაცია და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, აღნიშნული ტესტები არ გამოეყენებინათ.
ესპანეთის ჯანდაცვისა და საგანგებო მდგომარეობის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ფერნანდო საიმონმა კი განაცხადა, რომ შემოწმდა 9 000 ტესტი და მიღებული შედეგები საკმარისად სანდო არ აღმოჩნდა. ინფორმაცია ტესტების უზუსტობის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმაც დაადასტურა.
ესპანეთში ჩინეთის საელჩომ კი განაცხადა, რომ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ს სამედიცინო პროდუქტების გაყიდვის ლიცენზია არ აქვს. მათივე თქმით, ჩინეთის კომერციის სამინისტრომ ესპანეთს ტესტების მწარმოებლების სია მისცა, რომელთა შორისაც Shenzhen Bioeasy Biotechnology არ ფიგურირებდა.
კომპანია ამბობს, რომ ესპანეთიდან ტესტებს დაიბრუნებს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები