ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ნარკოტერორიზმში დასდო ბრალი. The New Yourk Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტი 15-მილიონიან ჯილდოს გადაიხდის ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც მადუროს დაკავებას შეუწყობს ხელს.

მადუროს გარდა, კოკაინის გაყიდვისთვის ბრალი წარუდგინეს ვენესუელის ათეულობით მაღალჩინოსანს, მათ შორის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებსა და კოლუმბიის ყველაზე დიდი რევოლუციური დაჯგუფების წევრებს.

ამ ეტაპზე მადურო ვენესუელის პრეზიდენტად რჩება და სამხედროებს მართავს, თუმცა იანვრის ბოლოს ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ კონსტიტუციაზე დაყრდნობით თავი დროებით პრეზიდენტად გამოცხადა. ის მადუროს უზურპატორს უწოდებს და მრავალათასიან აქციებზე მის გადადგომასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. გუაიდოს ლეგიტიმურობას აღიარებს ლათინური ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველო.