კენტუკიში "კორონავირუსის წვეულებაზე" ერთი ადამიანი კორონავირუსით ინფიცირდა
გახსოვთ ნიუ-იორკში, მარტის დასაწყისში, კორონავირუსზე დაგეგმილი კონფერენცია ინფექციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად რომ გადაიდო? სამწუხაროდ კენტუკიში 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდები ასე არ მოიქცნენ და წვეულება გამართეს, სადაც ერთი ადამიანი დაინფიცირდა.
როგორც გუბერნატორმა ენდი ბიშერმა კონფერენციაზე განაცხადა, "კორონავირუსის წვეულებას" უამრავი ადამიანი დაესწრო და წვეულების ორგანიზატორები და მონაწილეები გააკრიტიკა:
"ყველა, ვინც ამას აკეთებს, შეიძლება ფიქრობდეს, რომ სხვას ზიანს არ აყენებს, მაგრამ ვერ ხვდებიან, როგორ აყენებენ ზიანს საყვარელ ადამიანებს".
მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ადამიანი დაესწრო წვეულებას. მან ის მოქალაქეები, რომლებიც შინ თვითიზოლაციაში რჩებიან პასუხისმგებლობის გამო შეაქო, დანარჩენებს კი მოუწოდა, რომ "კორონავირუსის წვეულებებისგან" თავი შეეკავებინათ.
"ჩვენ საკუთარ მშობლებზე და ბებიებზე და ბაბუებზე უნდა ვიზრუნოთ, ასეთმა საქციელმა შეიძლება ადამიანები მოკლას", — დასძინა მან.
მეცნიერები ახალ ვირუსს ჯერ კიდევ იკვლევენ და ჯერჯერობით უცნობია, COVID-19-სგან გამოჯანმრთელების შემდეგ იმუნური სისტემა რამდენი ხნით დაიცავს ადამიანს ვირუსით მომავალი დაინფიცირებისგან. ამ დროისთვის, კენტუკის შტატში კორონავირუსით დაავადების 163 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 ინფექციამ უკვე იმსხვერპლა.
"იმედი მაქვს, მსგავსი რამ აღარ განმეორდება, შეგვიძლია ამაზე ბევრად უკეთესად მოვიქცეთ", — დასძენს გუბერნატორი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები