კინოთეატრებს ჩვენი დახმარება დასჭირდება — კრისტოფერ ნოლანი
კორონავირუსის გავრცელების გამო მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ათასობით კინოთეატრი დროებით დაიხურა. იმასთან ერთად, რომ ამის გამო კინოინდუსტრიას დიდი ზიანი მიადგა და მრავალი ფილმის პრემიერა გაურკვეველი ვადით გადაიდო, ცნობილი რეჟისორის, კრისტოფერ ნოლანის თქმით, ამით განსაკუთრებულად რიგითი ადამიანები დაზარალდნენ.
20 მარტს Interstellar-ისა და Inception-ის შემოქმედმა The Washington Post-ში ოპ-ედი გამოაქვეყნა და დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა:
"როცა ადამიანები ფილმებზე ფიქრობენ, პირველად ვარსკვლავები, კინოსტუდიები და გლამური ახსენდებათ, მაგრამ კინოინდუსტრია კიდევ ბევრ ვინმეს მოიცავს: ისინი, ვინც სალაროებთან დგანან, აღჭურვილობის გამართულობაზე ზრუნავენ, კინოთეატრში ბილეთებს ამოწმებენ, ფილმებს ჯავშნიან და კინოთეატრების ტუალეტებს წმენდენ . ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც სრული ხელფასის ნაცვლად საათობრივი ანაზღაურება აქვთ, ჩვენი საყვარელი გასართობი ადგილების გამართულად ფუნქციონირებაში გამოიმუშავებენ საარსებო შემოსავალს".
კრისტოფერ ნოლანის თქმით, კინოთეატრებს ჩვენს ყოველდღიურობაში გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია:
"ჩემი, როგორც რეჟისორის, შემოქმედება არასდროს იქნებოდა სრულქმნილი, რომ არა კინოთეატრის თანამშრომლები და მაყურებლები, რომლებმაც ჩემი ფილმები მიიღეს. ბოლო კვირების განმავლობაში გავიგეთ, რომ ცხოვრებაში კინოში სიარულზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს, თუმცა, როცა გააცნობიერებთ, თუ რას უზრუნველყოფს კინოთეატრი ჩვენს ცხოვრებში, მაშინ მიხვდებით, რომ მასზე უკეთესი რამ იმაზე ცოტაა, ვიდრე გეგონათ".
ცნობილმა რეჟისორმა ყველას მოუწოდა, რომ პანდემიის ჩავლის შემდეგ ყველა ერთობლივი ძალებით დაეხმაროს კინოთეატრებს ჩვეულ რიტმში დაბრუნებაში:
"როცა კრიზისი ჩაივლის, კოლექტიური თავშეყრის, კვლავ სიცოცხლის შეგრძნების, ერთად სიყვარულის, სიცილისა და ტირილის საჭიროებას იმაზე უფრო მეტად შევიგრძნობთ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვალდებულები არ ვართ, რომ ამერიკულ კინოინდუსტრიას 150 000 თანამშრომლის შენარჩუენაბში დავეხმაროთ, ეს უბრალოდ საკუთარი თავისთვის გვჭირდება, რათა კვლავ შევძლოთ კინოთი ტკბობა".
როგორც უკვე იცით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ფილმის ჩვენებები დროებით ქართულ კინოთეატრებშიც შეწყდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განახლდება კინოთეატრებში ფილმის ჩვენებები. როგორც აცხადებენ, ეს მთლიანად ქვეყანაში შექმნილ სამომავლო მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები