კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა — მარინა ეზუგბაია
ფოტო: მაესტოს ვიდეოდან
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი პაციენტის განმეორებით კვლევის ნიმუშზე პასუხი უარყოფითია. მათ შორის, ერთმა უკვე დატოვა ინფექციური საავადმყოფო, მეორე კი დღის განმავლობაში გაეწერება. ეზუგბაიას თქმითვე, ჯამში უკვე 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.
22 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1 966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 259 პაციენტი რჩება.
საგანგებო მდგომარეობა: რა შეზღუდვები დაწესდება და რა არა
საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა იქნება.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობისას დაწესდება შემდეგი შეზღუდვები:
- აიკრძალება შეკრება და მანიფესტაცია (პრემიერის განმარტებით, შეიზღუდება ათზე მეტი ადამიანის შეკრება და ეს ეხება ეკლესიასაც);
- სასამართლო სხდომები გაიმართება დისტანციურად;
- შეიზღუდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
- იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში და მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები;
- საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
პრემიერის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:
- საკომენდატო საათის შემოღებას;
- მედიის მუშაობის შეზღუდვას;
- სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვას;
- ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას;
გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას ზიანი არ მიადგება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მანდატით ჩატარებას გულისხმობს.
საგანგებო მდგომარეობისას მთავრობას ექნება უფლება:
- აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდოს საკუთრების უფლება. კერძოდ, საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
- კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
- აუცილებლობის შემთხვევაში, მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დაარეგულიროს ფასები;
- დაადგინოს განათლების შესახებ კანონისგან განსხვავებული წესები;
- დაადგინოს საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები;
- დაადგინოს ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
- საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზება;
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა, შედეგად ათეულობით ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოეს დღეებში წარადგენენ გეგმას.
აქამდე შემოღებული წესებით კი შემდეგი შეზღუდვებია დაწესებული:
- მუშაობა შეწყვიტა ყველა სავაჭრო ობიექტმა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო და საფოსტო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკების გარდა;
- აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება;
- საზღვარი დაკეტილია ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის;
- საჰაერო მიმოსვლა შეწყდა ყველა კომპანიისთვის საქართველოს ავიახაზების გარდა;
- ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გაუშვებენ;
- საჯარო დაწესებულებების ნაწილმა, მათ შორის, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა მომსახურებები შეზღუდა;
გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
5 რჩევა, როგორ შეამცირო ნარჩენები საახალწლოდ 5 რჩევა, როგორ შეამცირო ნარჩენები საახალწლოდ
-
სომხეთი რუსეთს სთხოვს, ნახიჩევანისა და თურქეთის მიმართულებით რკინიგზა სასწრაფოდ აღადგინოს სომხეთი რუსეთს სთხოვს, ნახიჩევანისა და თურქეთის მიმართულებით რკინიგზა სასწრაფოდ აღადგინოს
გადახედვა
-
OpenAI-ს მკვლევლობისა და თვითმკვლელობის წახალისებისთვის სასამართლოში უჩივიან OpenAI-ს მკვლევლობისა და თვითმკვლელობის წახალისებისთვის სასამართლოში უჩივიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა სინათლის შესახებ 180-წლიანი ჰიპოთეზა უარყვეს მეცნიერებმა სინათლის შესახებ 180-წლიანი ჰიპოთეზა უარყვეს
გადახედვა
-
რუსეთმა დააპატენტა კოსმოსური სადგური, რომელსაც გრავიტაციის წარმოქმნა შეეძლება რუსეთმა დააპატენტა კოსმოსური სადგური, რომელსაც გრავიტაციის წარმოქმნა შეეძლება
გადახედვა
-
შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია და ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია და ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა
გადახედვა
-
მერია: თბილისის მერ კახა კალაძესთან მოქალაქეების ყოველკვირეული შეხვედრები 14 იანვრიდან განახლდება მერია: თბილისის მერ კახა კალაძესთან მოქალაქეების ყოველკვირეული შეხვედრები 14 იანვრიდან განახლდება
გადახედვა
-
დეველოპერული კომპანია ზიგმა ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია დეველოპერული კომპანია ზიგმა ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური — 27-28 დეკემბრის შეთავაზებები არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური — 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
-
ადვოკატი: აღნიშნულ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს ადვოკატი: აღნიშნულ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს
გადახედვა
-
ნოვამ, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა ნოვამ, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
-
თამთა მიქელაძე: ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურადაა, მაგრამ პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საკვების მიღებაზე თამთა მიქელაძე: ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურადაა, მაგრამ პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საკვების მიღებაზე
გადახედვა
-
უცნობით: როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა უცნობით: როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის
-
ლევან ხაბეიშილი: მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) "ქოლ-ცენტრების" მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი პროვოკატორია ლევან ხაბეიშილი: მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) "ქოლ-ცენტრების" მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი პროვოკატორია
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფარადეის 166-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს მეცნიერებმა ფარადეის 166-წლიანი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
"ოცნების" ხელისუფლებამ 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა "ოცნების" ხელისუფლებამ 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი გაუშვეს ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი გაუშვეს
გადახედვა
-
"მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე" "მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე"
გადახედვა
-
DRI: "დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თამარ მეარაყიშვილმა Facebook-ზე საჯაროდ მიმართა თვითაღიარებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს" DRI: "დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თამარ მეარაყიშვილმა Facebook-ზე საჯაროდ მიმართა თვითაღიარებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს"
გადახედვა
-
კროსვორდი: ხარ თუ არა ახალი წლის ექსპერტი? კროსვორდი: ხარ თუ არა ახალი წლის ექსპერტი?
კომენტარები