დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, სიფრთხილის მიზნით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ორი კვირით თვითიზოლაციაში დარჩება. მისი თქმით, ამის საფუძველი ისაა, რომ ჩინეთში ასეულობით პაციენტს, რომელიც გამოჯანმრთელებული ეგონათ, გაეწერის შემდეგ აღენიშნათ ხელახლა სიმპტომები და კლინიკაში დაბრუნება მოუხდათ.

"ჩვენთან შევიმუშავეთ ასეთი წესი, რომელიც სავარაუდოდ უფრო სწორი, პაციენტი ორი კვირის მანძილზე იქნება თავის ბინაზე თვითიზოლაციაში, არ გავა არც სამსახურში, არც შევა სხვებთან კონტაქტში. ამის საფუძველი მოგვცა ჩინურმა გამოცდილებამ, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი, რომელიც ეგონათ გაჯანმრთელებული და გაეწერა, შემდეგ აღენიშნათ ხელახლა სიმპტომები და შეაბრუნეს კლინიკებში. ჯერ არ იციან, არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელება, იყო ვირუსის მტარებელი და შემდეგ შეუბრუნდა, თუ ხელახლა დაინფცირდნენ. ვიდრე ეს არ დაგვიდგენია, ვიჩენთ სიფრთხილეს და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით მოვათავსებთ თვითიზოლაციაში", — განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფეციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მას ზედიზედ ორი ტესტით კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი დაუდგინდა.

"გუშინ უკვე დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი მეორე პაციენტი გამოჯანმრთელდა. მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი", — განაცხადა ეზუგბაიამ.

გამოჯანმრთელებული ის პირია, რომელიც 26 თებერვალს ირანიდან შემოვიდა ინფიცირებული. ინფექციური კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ გამოწერის შემდეგ პაციენტი თვითიზოლაციაში იქნება.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 33 შემთხვევაა და აქედან ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

დღეს, 16 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს და არ იქნება იქამდე, სანამ ეს გადაწყვეტილებები აღსრულდება, რისთვისაც მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობაა საჭირო.

ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები:

პანდემია და რეკომენდაციები

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში — 54.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: