"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
"მოსკოვის მექანიზმის" ფარლებში მომზადებული ანგარიშის ავტორმა, პატრიცია გრჟებიკმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისიის შესრულების პროცესში არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია არ მოუღია.
მისივე თქმით, ის პოლონეთის ხელისუფლების მიერ დასაქმებული არ არის და ეუთოს მომხსენებლის მოვალეობა შეასრულა.
"მე არ ვყოფილვარ დანიშნული პოლონეთის მიერ, არამედ ვიყავი დანიშნული ეუთოს მიერ და შევასრულე სწორედ ეუთოს მომხსენებლის მოვალეობა. ჩემთვის ცნობილი არ არის "მოსკოვის მექანიზმის" ინიცირების მიზნით სახელმწიფოთა კოალიციების შექმნის პროცესი, შესაბამისად, არ ვიცი, რა სახის იყო პოლონეთის უშუალო ჩართულობა. მე უნდა შემესრულებინა მისია, რომელიც მოითხოვდა ჩემს სამართლებრივ ცოდნას და ნებისმიერი სახის პოლიტიკური მოტივაცია არარელევანტური იყო ჩემი მისიისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ არ ვარ პოლონეთის ხელისუფლების მიერ დასაქმებული. ვარ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი. ექსპერტად ყოფნისას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ წარსულში მთხოვა ექსპერტის მოსაზრებები. მართლაც, მე ვიყავი პოლონეთის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი წამების საწინააღმდეგო კომიტეტში, მაგრამ როგორც CAT-ის წევრობის აღწერაში შეიძლება წაიკითხოთ, წევრები (შესაბამისად, კანდიდატებიც) დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. მე არ ვარ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, მხოლოდ ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული მრჩევლების საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება," — განაცხადა გრჟებიკმა.
გრჟებიკმა ასევე აღნიშნა, რომ "საქართველოში ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საუკეთესოდ იყო ორგანიზებული" და დასძინა, რომ არც ერთი შეხვედრის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სკეპტიკური დამოკიდებულება არ უგრძვნია.
"ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მთელი ვიზიტი საუკეთესოდ იყო ორგანიზებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის უმაღლესი თანამდებობის პირებს. ასევე, მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩემი აზრით, შეხვედრები კონსტრუქციული იყო, მქონდა კითხვების დასმის შესაძლებლობა, მივიღე პასუხები და ქვეყნის დატოვების შემდეგაც კი მივიღე დამაზუსტებელი პასუხები. ვეცადე, სახელმწიფოს პოზიცია ანგარიშში წარმომედგინა. შევნიშნე, რომ ხელისუფლების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია ჩემი ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის მიმართ. ასევე, ჩემი აზრით, ანგარიშში ფაქტები წარმოდგენილია სამართლიანად, სხვადასხვა ჩართული პირის, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის დაფიქსირებით. არც ერთი შეხვედრის დროს მე არ მიგრძნია სკეპტიკური დამოკიდებულება, არამედ თანამშრომლობის სულისკვეთება და საქართველოში არსებული სიტუაციის გარკვევის სურვილი," — განაცხადა გრჟებიკმა.
შეგახსენებთ, 2026 წლის 12 მარტს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის უკიდურესად კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხება, — წერს საია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის მიმოხილვისას და დასძენს, რომ "ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფას, სისტემური და ფართომასშტაბიანი დარღვევების პრაქტიკას, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ტენდენციებს, რომლებზეც, უკვე წლებია, უფლებადამცველები და საერთაშორისო მექანიზმები მიუთითებენ".
მათი თქმით, ანგარიშის სიმწვავეს ადასტურებს ექსპერტის მიერ გაცემული რეკომენდაციებიც, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო-სამართლებრივი მექანიზმის გააქტიურებას შეეხება. სახელმწიფოებისთვის მიცემული რეკომენდაციები, რომლებიც სრულად მოიცავს პასუხისმგებლობის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საშუალებებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განსაკუთრებულ სიმძიმეს და საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობას.
ანგარიშს და მის ავტორს უკვე რამდენიმე დღეა აკრიტიკებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ის წინასწარ იყო დაწერილი და აღნიშნავენ იმასაც, რომ პატრიცია გრჟებიკი პოლონეთისგან ფინანსდება და შესაბამის ინტერესებს ატარებს.
- მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული — "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი "ქართული ოცნების" კრიტიკას პასუხობს
- ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია
- ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "მოსკოვის მექანიზმის" წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების "ძალადობრივი ხასიათი" აღიარეს
- ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე
- "მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშზე
- ძლიერი საქართველო ლელო: აუცილებელია დაიწყოს მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის
- მაკა ბოჭორიშვილი: "ვიზიტიდან 2 დღეში მოამზადეს 90-გვერდიანი ანგარიში, რაც ბადებდა ეჭვს, რომ იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში"
- ირაკლი კობახიძე: "ეუთოს ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული. ყველამ ვიცით, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი"
- ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები
- რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები