მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

3 Apr. 2026, 17:13

"მე რომ ურთიერთობას ავაწყობ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მე ხომ საქართველოს პრეზიდენტი ვარ, აღმასრულებელი ხელისუფლებაა და სახელმწიფო მდივანთან კომუნიკაციაშია, ხან პრემიერ-მინისტრი, ხან პრეზიდენტი, ხან საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს ხომ კარგი რამეა საქართველოსთვის, ამის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ეს არის ქართული საქმე?! ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების საქმე ?! ვინ აკეთებს ამ საქმეს და ვინ ეწინააღმდეგება და როგორი ქილიკი მიდის?! ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით ხომ ნახეთ რით დაიწყო — "არავის მიუწვევია, რა შუაშიაო!" მერე მიიღო მონაწილეობა, ასეთი კარგი, პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი — ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს, ხომ. აიტაცეს ისე მოეწონათ და მართლაც მისასალმებელი თემაა დედის ინსტინქტი, იმიტომ, რომ დედას შვილის მიმართ ყველაზე დიდი ემოციური განცდა აქვს და ამ გამოწვევებში ყველაზე მეტად ჩართული უნდა იყოს. მშობლის როლი დიდია, იმიტომ, რომ ვერ გავექცევით ამ ახალ ტექნოლოგიებს და ჩვენი შვილები დაცულები უნდა იყვნენ — ამ საკითხებს ეხებოდა, სიტყვითაც გამოვიდა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მართლაც სასიამოვნო და მნიშვნელოვანი და ამ ყველაფერში საქართველო იღებდა მონაწილეობას და აბა დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა, რა არ იკადრეს, ამ ადამიანებმა. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა და იძახი, მე პროამერიკელი ვარო, რატომ უშლი ხელს? მოდი, დალაგდეს და იქ იბრძოლე შენი უფლებებისთვის და შენ იყავი უკეთესი ამ ხელისუფლებაზე, მაგრამ ხელს რომ უშლი ამერიკასთან ურთიერთობას, როგორ ხარ ამ ურთიერთობის მხარდამჭერი?"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ