ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
ფოტო: Frank Michaux/NASA
NASA-მ 52 წლის შემდეგ პირველად ადამიანები მთვარეზე გაუშვა. ხომალდში, რომელიც ჰაერში თბილისის დროით 2 აპრილის 02:34-ზე აიჭრა, ოთხი ასტრონავტი იმყოფება: რიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, ქრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი.
ფოტო: NASA
Artemis 2-ის მისია 10 დღე გაგრძელდება. აფრენიდან 1 დღის შემდეგ ავსტრონავტებს ABC News-ის ჟურნალისტი გაესაუბრა.
"არ ვიცი, რისი დანახვის მოლოდინი გვქონდა ყველას, მაგრამ შეიძლებოდა მთელი დედამიწის დანახვა, პოლუსიდან პოლუსამდე. ჩანდა აფრიკა, ევროპა და თუ კარგად დააკვირდებოდი, ჩრდილოეთის ციალის დანახვაც კი შეგეძლო. ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი, რომელმაც ოთხივე ადგილზე გაგვაშეშა," — განაცხადა რიდ ვაისმანმა.
ეკიპაჟის წევრები 1972 წლის შემდეგ პირველები იქნებიან, ვინც მთვარეს მიუახლოვდება და შესაძლოა, იმაზე შორსაც წავიდნენ, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ყოფილა.
ფოტო: Chip Somodevilla/Getty Images
მისიის პილოტი, ვიქტორ გლოვერი, პირველი ფერადკანიანი ადამიანი გახდება, რომელიც მთვარეზე გაემგზავრა. გლოვერის თქმით, დედამიწის მაღალი ორბიტიდან ჩვენს პლანეტაზე არსებული დაყოფა საერთოდ არ ჩანს.
"გვენდეთ, საოცრად გამოიყურებით, ულამაზესები ხართ", — თქვა მან დედამიწის შესახებ. "თქვენ ერთ მთლიანობად ჩანხართ. ჰომო საპიენსი ყველა ჩვენგანია, განურჩევლად იმისა, თუ საიდან ხართ ან როგორ გამოიყურებით. ჩვენ ყველანი ერთი ხალხი ვართ"
"ამან გაგვაერთიანა და გვაჩვენა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მაშინ, როცა არამხოლოდ დავივიწყებთ ჩვენს შორის განსხვავებებს, არამედ ამ განსხვავებებს გავაერთიანებთ და მთელ ჩვენს ძალებს გამოვიყენებთ რაღაც დიდებულის მისაღწევად," — ამბობს ვიქტორი.
47 წლის ქრისტინა კოხი პირველი ქალი იქნება, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტას გასცდება და მთვარეს გარშემო შემოუვლის.
ქრისტინა კოხი
ფოტო: STR/AFP/Getty
კოსმოსიდან შთაბეჭდილებები ქრისტინამაც გაგვიზიარა: "უბრალოდ მინდოდა, თქვენთვის აღმეწერა ის სილამაზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ნათლად შეგიძლიათ გაარჩიოთ კონტინენტის სანაპირო ზოლი. მზის ანარეკლის მეშვეობით მდინარეების დანახვაცაა შესაძლებელი. ჩანს ჭექა-ქუხილის მაღალი ღრუბლები და ამავდროულად, ხედავთ მთლიან ტერმინატორს (დღისა და ღამის გამყოფ ხაზს) და განათებულ სამხრეთ პოლუსს. ეს უბრალოდ ფენომენალურია."
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
კომენტარები