სერიალები, რომლებიც აპრილში გამოდის
აპრილი სერიალების მხრივ საკმაოდ დატვირთული თვეა, რამდენიმე დიდი სერიალი ახალი სეზონით ბრუნდება, ზოგი კი ფინალურ სეზონს გვთავაზობს. აი, რას უნდა ველოდოთ ამ თვეში:
The Boys, ფინალური სეზონი
პრემიერა: 8 აპრილი
პლატფორმა: Amazon Prime Video
სუპერგმირების სამყაროს ბნელი და სატირული ვერსია ფინალურ სეზონამდე მივიდა. სერიალი მოგვითხრობს ჯგუფზე, რომელიც კორუმპირებულ სუპერგმირებს ებრძვის, თუმცა წლების განმავლობაში ეს დაპირისპირება ბევრად უფრო პირად და სასტიკ ბრძოლად გადაიქცა. ბოლო სეზონში ჰომლენდერის გავლენა პიკს აღწევს და უკვე აშკარა ხდება, რომ კონფლიქტი მხოლოდ სუპერებსა და ადამიანებს შორის აღარ არის, ეს ძალაუფლებისა და საზოგადოების კონტროლის საკითხიცაა. სერიალი ყოველთვის გამოირჩეოდა შავი იუმორითა და შოკისმომგვრელი სცენებით, და ფინალი სწორედ ამ ტონის მაქსიმალურ გამწვავებას გვპირდება.
The Testaments, სპინოფი
პრემიერა: 8 აპრილი
პლატფორმა: Hulu
The Handmaid’s Tale-ის სამყაროში გადაღებული ახალი სერიალი მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული. ეს არის დრამა გილეადში, რომელიც ორი მოზარდის, აგნესისა და დეიზის ირგვლივ ვითარდება. ერთს მორჩილ და ღვთისმოსავ გოგოდ წარმოაჩენენ, მეორე კი გილეადის საზღვრებს გარედან შემოსული ახალმოსულია. მათი კავშირი სიუჟეტის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა და სწორედ ამ ხაზით გვაჩვენებს სერიალი, როგორ მუშაობს კონტროლი, მორჩილება და წინააღმდეგობის დაბადება გილეადის გულში
Hacks, ფინალური სეზონი
პრემიერა: 9 აპრილი
პლატფორმა: HBO Max
ეჟინ სმარტისა და ჰანა აინბაინდერის კომედიურ-დრამატული სერიალი მეხუთე და ფინალურ სეზონს უბრუნდება. Hacks-ის მთავარი ძალა ყოველთვის დებორასა და ავას ურთიერთობა იყო: ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალის კავშირი, რომელიც თან შემოქმედებითი პარტნიორობაა და თან მუდმივი ჯახიც. ამიტომ, ფინალური სეზონში საინტერესოა, როგორ დასრულდება ეს დინამიკა: როგორც კარიერული ალიანსი, როგორც პირადი დამოკიდებულება და როგორც ერთმანეთის ფორმირებაში გადამწყვეტი ურთიერთობა.
Euphoria, მესამე სეზონი
პრემიერა: 12 აპრილი
პლატფორმა: HBO
ზენდეიას სერიალი მესამე სეზონით ბრუნდება. სერიალი კვლავ მძიმე ემოციურ და მორალურ თემებს უბრუნდება, მაგრამ ამჯერად უფრო ფართო, თითქმის ეგზისტენციური მასშტაბით. ზენდეიასთან ერთად ბრუნდებიან სიდნი სვინი, ჯეიკობ ელორდი, ჰანტერ შაფერი და სხვა ძირითადი მსახიობები.
Beef, ახალი სეზონი
პრემიერა: 16 აპრილი
პლატფორმა: Netflix
სერიალი ახალი ისტორიით ბრუნდება და ამჯერად მთავარ როლებში არიან ოსკარ აიზეკი, ქერი მულიგანი, ქეილი სპეინი და ჩარლზ მელტონი. სეზონის ცენტრში ორი წყვილია: მილენიალები ჯოში და ლინდსი, და Gen Z პერსონაჟები ეშლი და ოსტინი. ოფიციალური აღწერა ამბობს, რომ პირადი არჩევანები და ურთიერთობები საბოლოოდ გაცილებით უფრო დიდი და დამანგრეველი შედეგების წყაროდ იქცევა. ანუ ახალ სეზონშიც კონფლიქტი ისევ პირად დონეზე იწყება, მაგრამ ნელ-ნელა გაცილებით მძიმე მასშტაბს იღებს.
Stranger Things: Tales From ‘85, სპინოფ ანიმაცია
პრემიერა: 23 აპრილი
პლატფორმა: Netflix
Stranger Things-ის ანიმაციური სპინოფი 1985 წლის ზამთარში, ჰოუკინსში ვითარდება და სიუჟეტურად ორიგინალი სერიალის მეორე და მესამე სეზონებს შორის იკავებს ადგილს. სერიალში ისევ გვხვდებიან ნაცნობი პერსონაჟები: ილევენი, მაიკი, დასტინი, ლუკასი, უილი და მაქსი, რომლებიც თითქოს ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თუმცა მალევე ახალი პარანორმალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ტრეილერისა და ოფიციალური აღწერის მიხედვით, ჰოუკინსი ისევ "საიდუმლოებებით სავსე ქალაქად" გვიბრუნდება, სადაც გმირები ახალ უცნაურ მოვლენებსა და სრულიად ახალ ტიპის არსებებს აწყდებიან, რაც მიანიშნებს, რომ საფრთხე Upside Down-იდან ბოლომდე არ გამქრალა. სერიალი ანიმაციურ ფორმატშია შესრულებული და შეგნებულად იმეორებს 80-იანი წლების "შაბათი დილის მულტფილმის" სტილს, თუმცა მიუხედავად უფრო მსუბუქი ვიზუალისა, სიუჟეტი ისევ სავსეა მისტიკით, დაძაბულობითა და საფრთხით.
ბონუსი: დევიდ ატენბოროს ახალი დოკუმენტური ფილმი გორილებზე
A Gorilla Story: Told by David Attenborough
პრემიერა: 17 აპრილი
პლატფორმა: Netflix
დევიდ ატენბოროს ახალი დოკუმენტური ფილმი გორილების ერთ გამორჩეულ ჯგუფზე გვიყვება. Netflix-ის ოფიციალური აღწერის მიხედვით, სიუჟეტი მისი 1970-იან წლებში პირველი შეხვედრიდან იწყება, ფილმი განსაკუთრებით პატარა გორილა პაბლოს ისტორიას მიჰყვება: როგორ გაიზარდა ის ლიდერად და როგორ ცხოვრობენ დღეს მისი პირდაპირი შთამომავლები. პროექტი ინტიმურ, პერსონალურ ნარატივად არის წარმოდგენილი და აქცენტს ათწლეულებზე გაშლილ დაკვირვებაზე აკეთებს.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
კომენტარები