ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
ფოტო: Davit Bantsadze Photography / პირველი არხი
2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დაწყებამდე თვეზე სულ ცოტათი მეტი გვაშორებს. სანამ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საიუბილეო, რიგით 70-ე ევროფესტივალი სტარტს აიღებს, წლევანდელ მონაწილეებს მკაცრად გაწერილი რეჟიმით ცხოვრება უწევთ: რეპეტიციები, ინტერვიუები, კონცერტები წინასაკონკურსო კამპანიის ფარგლებში...
ამასობაში კი, ცნობილი გახდა, რომელი ქვეყანა მერამდენე ნომრად წარდგება ნახევარფინალურ ტურებში. კონკურსანტების გამოსვლის რიგითობას თავად შოუს პროდიუსერები წყვეტენ. და, როგორც 2 აპრილს შევიტყვეთ, საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი ბზიკები პირველ ნახევარფინალში მე-6 ნომრად გამოვა. ეს ფაქტი კი საინტერესო დამთხვევაა, თუ გავიხსენებთ, რომ...
18 წლის წინ, 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ჯგუფი ბზიკები სწორედ მე-6 ნომრად წარდგა სცენაზე. მეტსაც გეტყვით, საბავშვო ევროფესტივალზე იმ წელს 15 ქვეყანა მონაწილეობდა, წლევანდელი ევროვიზიის პირველ ნახევარფინალს კი ასევე 15 მონაწილე ჰყავს. იმის შეხსენება ალბათ არაა საჭირო, როგორ დასრულდა 2008 წლის ევროვიზია ჯუნიორი ჩვენთვის.
გამეორდება თუ არა ისტორია 18 წლის შემდეგ, ამას სულ მალე შევიტყობთ. ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი 12 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ტურის საუკეთესო შედეგის მქონე 10 მონაწილე ფინალის საგზურს გაინაღდებს. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 16 მაისს გაიმართება.
საინტერესოა ისიც, რომ ბოლო წლებისგან განსხვავებით, ნახევარფინალურ ტურებში მონაწილეებს ტელემაყურებელთან ერთად ჟიურიც შეაფასებს.
რაც შეეხება პროგნოზებს: ბუქმეიკერების რეიტინგში ყველაფერი მას შემდეგ იცვლება ხოლმე, რაც კონკურსის მონაწილეები მასპინძელ ქვეყანაში ჩადიან და ოფიციალურ რეპეტიციებს იწყებენ. თუმცა, ამ დროისთვის, შეკითხვაზე თუ ვინ მოიგებს პირველ ნახევარფინალს (და არა ვინ გადავა ფინალში) საქართველო ბუქმეიკერების გათვლებით მერვე პოზიციას იკავებს, რაც დამაიმედებელი პროგნოზი ჩანს.
ბზიკები — მარიამ კიკუაშვილი, გიორგი შიოლაშვილი და მარიამ თათულაშვილი — წლევანდელ ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით On Replay წარდგებიან. კუხიანიძის დაწერილია ოთხივე სიმღერა, რომლებითაც საქართველომ სხვადასხვა წელს საბავშვო ევროვიზია მოიგო, მათ შორის, თავად ბზიკების 2008 წლის გამარჯვებული სიმღერა ბზზზ.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
კომენტარები