დედამიწის ადრეულ ისტორიაში დღე-ღამე 23,5 საათი, წელიწადი კი 372 დღე გრძელდებოდა
ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედამიწაზე დინოზავრები დააბიჯებდნენ, დღე-ღამე 24 საათზე ნაკლები იყო. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, დედამიწა ღერძის გარშემო უფრო სწრაფად მოძრაობდა.
მკვლევრები აღნიშნულ დასკვნამდე განამარხებული მოლუსკების შესწავლით მივიდნენ.
განამარხებული მოლუსკები, რომლებიც რუდისტების ოჯახს მიეკუთვნებიან, საკმაოდ სწრაფად იზრდებოდნენ. მათი ზრდის ტემპი კი მათ ბაქნებზე ზოლების სახით ისახებოდა.
სპეციალური ლაზერის გამოყენებით მკვლევრებმა მოლუსკებზე ზოლები ზუსტად დაითვალეს, აქედან კი იმჟამინდელი დღის ხანგრძლივობის გაზომვა შეძლეს.
კვლევა პალეოოკეანოგრაფიის და პალეოკლიმატოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნდა.
დედამიწაზე წელიწადის დღეების რაოდენობა გაზრდილია იმიტომ, რომ მთვარის მიზიდულობის ძალით განპირობებული ტალღების მოძრაობა დედამიწის ბრუნვას ანელებს. ამასთან ერთად, ყოველწლიურად მთვარე დედამიწას დაახლოებით 3,81 სანტიმეტრით სცილდება.
პრეისტორიული მოლუსკების ანალიზით ირკვევა, რომ 70 მილიონი წლის წინანდელი საშუალო ტემპერატურა (დაახლოებით 30-40 გრადუსი ცელსიუსი) დღევანდელზე თბილი იყო. ეს კი ამ მოლუსკებს ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა.
მკვლევრების თქმით, პრეისტორიული მოლუსკები დღევანდელი მოლუსკებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ. სამწუხაროდ ისინი, დინოზავრებთან ერთად 66 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ.
კომენტარები