ადამიანთა 90% ქალების წინააღმდეგ მიკერძოებულ დამოკიდებულებას ავლენს — კვლევა
გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს გარშემო ქალების და კაცების მინიმუმ 90 პროცენტი ქალების წინააღმდეგ გენდერული ნიშნით ავლენს რაიმე სახის მიკერძოებას.
გენდერის სოციალური ნორმების ინდექსით 75 ქვეყანაში გენდერული ნიშნით მიკერძოების ფორმები პოლიტიკისა და განათლების მსგავს საჯარო სფეროებში გაანალიზდა. მსოფლიო მასშტაბით კაცების თითქმის 50-მა პროცენტმა თქვა, რომ მათ დასაქმების მეტი უფლება აქვთ, ვიდრე ქალებს. გამოკითხულთა თითქმის მესამედი კი ფიქრობს, რომ მისაღებია, კაცებმა საკუთარ პარტნიორებს სცემონ.
აგრეთვე, კვლევის თანახმად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში გენდერული თანასწორობა არ არსებობს.
ზიმბაბვეში გენდერული ნიშნით მიკერძოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 0.27 პროცენტს არ გამოუხატავს სექსისტური პოზიცია. ამის საპირწონედ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ანდორაშია, სადაც ხალხის 72 პროცენტი თანასწორად უყურებს ქალის და კაცის სოციალურ როლებს.
ზიმბაბვეში გამოკითხულთა 96-მა პროცენტმა დააყენა ეჭვის ქვეშ ქალის მიერ საკუთარ სხეულზე კონტროლის ქონის უფლება — მსგავსი დამოკიდებულება მოიაზრებს ქალებზე ძალადობის და მათთვის რეპროდუქციული უფლებების ჩამორთმევის გამართლებასაც. ფილიპინებში ასეთი შეხედულებები მოსახლეობის 91 პროცენტს ჰქონდა.
ქალების როლი პოლიტიკაში
ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს მიაჩნია, რომ კაცები ქალებზე უკეთესი პოლიტიკური ლიდერები ხდებიან.
ჩინეთში მოსახლეობის 55 პროცენტი ფიქრობს, რომ კაცები პოლიტიკური ლიდერობისთვის უფრო შესაფერისნი არიან. აშშ-ში, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰყოლია ქალი პრეზიდენტი, ხალხის დაახლოებით 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ კაცები უკეთესი მმართველები არიან. აი, ახალ ზელანდიაში კი — ქვეყანაში, რომელსაც ქალი ლიდერი ჰყავს — ამგვარი მოსაზრება მხოლოდ 27 პროცენტს აქვს.
მთავრობის ქალი მეთაურების რიცხვი დღეს უფრო ნაკლებია, ვიდრე ხუთი წლის წინ იყო. მსოფლიოს 193 ქვეყანაში ამ პოზიციას ამჟამად მხოლოდ 10 ქალი იკავებს, როცა 2014-ში მათი რიცხვი 15 იყო.
ამისდა მიუხედავად, თუკი პარლამენტში ადგილების გადანაწილებას შევხედავთ, ქალების პროცენტული მაჩვენებელი შედარებით მაღალია.
ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქალი პარლამენტარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია — 31 პროცენტი, სამხრეთ აზიის ქვეყნებში კი ყველაზე დაბალი — მხოლოდ 17 პროცენტი. არაბულ ქვეყნებში აღმასრულებელ ორგანოებში ქალების პროცენტული მაჩვენებელი 18.3-ია, აღმოსავლეთ აზიისა და წყნაროკეანური აუზის ქვეყნებში — 20.3, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში — 21.2, სამხრეთ აზიაში — 17.1, ხოლო სუბსაჰარულ აფრიკაში — 23.5 პროცენტი.
"ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რათა ქალებს ცხოვრების ფუნდამეტურ საჭიროებებზე ისეთივე წვდომა ჰქონოდათ, როგორც კაცებს", — განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ყოველწლიური გამოცემის, ადამიანური განვითარების ანგარიშის, ხელმძღვანელმა, პედრო კონსეისაომ, — "თუმცა გენდერული უთანასწორობა ჯერ კიდევ აშკარაა სხვა სფეროებში; განსაკუთრებით კი ისეთებში, რომლებიც ძალაუფლების ქონას ეხება და, შესაბამისად, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ნამდვილი თანასწორობის მიღწევის პროცესზე. დღეს გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის ხაზი გენდერული ნიშნით მიკერძოებასა და მცდარ სტერეოტიპულ შეხედულებებზე გადის".
ქალები შრომის ბაზარზე
დღემდე ქალებს უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე კაცებს და მათ, ამასთან, წამყვან პოზიციებზე დასაქმების ნაკლები შანსი აქვთ. მსოფლიო მასშტაბით, ხალხის 40 პროცენტს მიაჩნია, რომ კაცები უკეთ უძღვებიან ბიზნესს.
დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 25 პროცენტი ფიქრობს, რომ კაცებს დასაქმების მეტი უფლება აქვთ და, ამავდროულად, უკეთესი ბიზნესლიდერებიც არიან. ასეთი შეხედულებები ინდოეთში 69 პროცენტმა გამოთქვა.
გაეროს განვითარების პროგრამის გენდერის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი, რაკელ ლაგუნასი კვლევის შედეგების თაობაზე ამბობს: "ჩვენ დაუყოვნებლად უნდა ვიმოქმედოთ, თუ გვსურს, რომ გენდერული ნიშნით მიკერძოების და სტერეოტიპების ბარიერი გავარღვიოთ, რადგან მხოლოდ სწრაფი და მასშტაბური პროცესის დაწყებით შევძლებთ გენდერული თანასწორობის მიღწევას".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები