ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ლარის გაუფასურებას ეხმაურება და განმარტავს, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები კი არ გაუარესდა, არამედ გაუმჯობესდა:

"მათ შორის გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომლებიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები, დოლარის თვალსაზრისით, დეკემბერში. ნოემბრის ბოლოს-დეკემბერში ჩამოერიცხება აზიის განვითარების ბანკიდან თანხები. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს არის დროებითი და უახლოეს მომავალში კურსის გამყარებას უნდა ველოდოთ.

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ შექმნან ცუდი მოლოდინები. თუმცა, ცუდი მოლოდინების არანაირი საფუძველი არ არსებობს მაკროეკონომიკურად, რაც არაერთხელ გაჟღერებულა, როგორც ეროვნული ბანკის, ისე ჩვენი მხრიდანაც. ჩვენი ბაზრის კონიუნქტურა საკმაოდ საინტერესოა და ის ერთჯერადი ტრანზაქციები, რომლებიც ხორციელდება ხოლმე, სამწუხაროდ, ახდენს ზეგავლენას და შემდეგ ამას აქვს გამოძახილი - ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაკროეკონომიკური, რომელიც მთავარია გაცვლით კურსთან მიმართებაში, არის დადებითი".