სიღნაღის მუნიციპალიტეტმა არ დაასანქცირა ის კომპანია, რომელმაც სოციალურად დაუცველებს საჭმელი დააკლო. 2018 წელს ბიუჯეტის ფულის დახარჯვის ნაკლოვანებებზე აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა.

"2018 წელს ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან დარღვევებს. კერძოდ, კერძები არ იყო სათანადოდ მზადებული, ამასთანავე, ნორმით დადგენილთან შედარებით იყო მცირე ულუფები და სხვა. ასევე, რიგ შემთხვევაში მერიაში შემოსულია ბენეფიციარების ერთობლივი განცხადებები, საკვების უხარისხობაზე", — ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სიღნაღის მერიის მიერვე გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, 2018 წელს მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, 116,6 ათასი ლარი.