ატლანტროპა — ნაცისტების პროექტი, რომელიც დედამიწის იერსახეს შეცვლიდა
მეორე მსოფლიო ომის მოგების შემთხვევაში ნაცისტები ჩვენი პლანეტის იერსახის შეცვლას ხმელთაშუა ზღვის ამოშრობით გეგმავდნენ.
ატლანტროპა, შეიძლება ითქვას, დღემდეც კი რჩება კაცობრიობის მიერ შემუშავებულ ყველაზე ამბიციურ პროექტად. ის გერმანიის საინჟინრო შესაძლებლობებისა და გერმანელების ინოვაციური აზროვნების ნათელი მაგალითია. პროექტის დაგეგმარება 1920-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და მიზნად ისახავდა ხმელთაშუა ზღვის ერთი მეხუთედის ამოშრობით დამატებითი ტერიტორიის შეექმნას როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე სხვა ტიპის სარგებელთა მისაღებად.
ამ გეგმის დაბადების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი ევროპისა და აფრიკის შეერთება იყო, რათა ხელი შეწყობოდა როგორც ვაჭრობას, ასევე ქვეყნისთვის უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებას. პროექტი ცნობილი გერმანელი არქიტექტორის, ჰერმან ზიორგელის მიერ დაიგეგმა, რომელმაც 1926 წლიდან მოყოლებული მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ ჩანაფიქრს მიუძღვნა. თეორიულად, მისი მთავარი მიზანი — ისევე, როგორც ინტერესი — ევროპისა და აფრიკის გაერთიანებით სუპერკონტინენტის შექმნა იყო, ეს კი გერმანიას დიდ გეოგრაფიულ უპირატესობას მიანიჭებდა, რაც ავტომატურად ქვეყნისთვის მეტ ძალაუფლებასაც ნიშნავდა.
1920-იან წლებში გერმანიის მთავრობა ზიორგელის ჩანაფიქრს სერიოზულად არ მიუდგა. იმ დროისთვის ეს შეშლილი კაცის გეგმას უფრო ჰგავდა, რადგან ის უდიდესი რესურსების ინვესტირებას მოითხოვდა იმ პროექტში, რომლის განხორციელების საჭიროებასაც ჯერ ვერავინ ხედავდა. თუმცა 1933 წლისთვის, როდესაც ქვეყნის სათავეში ნაცისტები მოვიდნენ, თავად ჰიტლერი აღფრთოვანდა გეგმის მასშტაბებით და იმ უპირატესობებით, რომლის მოტანაც პროექტს ქვეყნისთვის შეეძლო. ამიტომაც იგი ზიორგელის ხედვას სერიოზულად მიუდგა და მისი შემდგომი განვითარებისთვის ფინანსები გამოყო.
თუკი ჰიტლერის გეგმები და წარმოდგენები ევროპაში შეჭრასა და მეორე მსოფლიო ომის მოგებასთან დაკავშირებით გამართლდებოდა, მას სხვა ქვეყნებისგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეეძლებოდა გეგმის ბოლომდე მიყვანა, საჭირო რესურსებს კი დაპყრობილი სახელმწიფოებიდან მოიპოვებდა.
გეგმა ითვალისწინებდა სამი მასიური კაშხლის აგებას, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი კონსტრუქცია გახდებოდა. პირველი და ყველაზე დიდი კაშხალი გიბრალტარის სრუტეში მაროკოსა და ესპანეთის გარდიგარდმო უნდა აშენებულიყო. მეორე კაშხალი დარდანელის სრუტის გასწვრივ აიგებოდა, რაც თეორიულად შავ ზღვას ჩაკეტავდა. ბოლო კაშხალი კი ტუნისიდან სიცილიამდე უნდა აშენებულიყო და ის ხმელთაშუა ზღვას ორი განსხვავებული დონის წყლის მასად დაყოფდა.
თუ დაინტერესდით, რატომ იყო საჭირო ორი განსხვავებული დონის წყლის აუზის შექმნა, პასუხი მარტივია. ზიორგელს გაცილებით შორსმიმავალი გეგმა ჰქონდა, ვიდრე აფრიკისა და ევროპის ერთ სუპერკონტინენტად გაერთიანება იყო; მას კაშხლების გამოყენება იმ რაოდენობის ელექტროენერგიის მისაღებად სურდა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფდა მთელ ევროპასა და აფრიკას. ამიტომაც მას ხმელთაშუა ზღვის არა მთლიანად, არამედ მხოლოდ 200 მეტრის სიღრმის დაწრეტა ჰქონდა ჩაფიქრებული.
გეგმის შედგენისას ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო, რადგან 1930-იან წლებში შინამეურნეობების უმეტესობა არ საჭიროებდა ელექტორენერგიას, ხოლო დარჩენილ ნაწილს ის სატელეფონო კავშირგაბმულობისთვის ან უშუალოდ შუქისთვის სჭირდებოდა. უამრავი ისტორიკოსი და ამ თემით დაინტერესებული ადამიანი ეჭვის თვალით უყურებს ზიორგელის გეგმის ეფექტიანობას, თუმცა გერმანული ინჟინერიის დაუფასებლობა ნამდვილად არ ღირს.
ატლანტროპა გამიზნული იყო პირველი მსოფლიო ომის შედეგად მიყენებული ისეთი ზიანის აღმოსაფხვრელად, როგორიც სიღარიბე და უმუშევრობა გახლდათ. ზიორგელი არ იყო ეგოისტი, როგორადაც მას ამ გეგმის შემუშავების გამო მოიხსენიებენ ხოლმე, რადგან მას სარგებლის მოტანა არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი ევროპისათვის უნდოდა. ამასთან, ის არც ომის იდეას ემხრობოდა, მაგრამ ნაცისტების მმართველობისას მას ამ საკითხში სიტყვა არ ეთქმოდა.
რადგან ხმელთაშუა ზღვაში წყალი ატლანტის ოკეანიდან შემოედინება, გიბრალტარის კაშხლის აშენების შემდეგ წყლის დაწრეტა არც ისეთი მიუღწეველი ამოცანა იქნებოდა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ამაზე რთული, — თუმცა კვლავ, არა შეუძლებელი, — კაშხლების აშენება გახლდათ, რადგან მსგავსი მასშტაბის მშენებლობა წარმოუდგენელი რაოდენობის რესურსებსა და მუშახელს მოითხოვდა.
ზიორგელმა ატლანტროპის ინსტიტუტიც კი დააარსა, რათა საკუთარი ხედვა დანარჩენი მსოფლიოსთვისაც გაეცნო. საერთაშორისო მედია აღფრთოვანებული დარჩა ამ პროექტით და ხაზს უსვამდა მის ისეთ უპირატესობებს, როგორებიც იყო იმგვარი მიწის ტერიტორიის გაზრდა, რომლის გამოყენებაც სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის იქნებოდა შესაძლებელი და იმგვარი ახალი მარშრუტების შექმნა, რომელიც კონტინენტთაშორის ვაჭრობას გააადვილებდა.
ზიორგელისთვის სამწუხაროდ, შემუშავებული გეგმები წარმატებით ვერ განხორციელდა. როგორც კი გერმანელები მეორე მსოფლიო ომში დამარცხდნენ, მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა — გერმანია ხომ ყველა იმ ქვეყნის დაპყრობას გეგმავდა, სადაც კაშხლები უნებართვოდ და ამ ქვეყნებიდანვე მოპოვებული საჭირო მასალის გამოყენებით უნდა აშენებულიყო. 1950 წელს, მას შემდეგ, რაც ომისეული ვნებათაღელვა ოდნავ ჩაწყნარდა, ზიორგელი შეეცადა, თავისი პროექტის განხორცილებაში დანარჩენი მსოფლიო დაეთანხმებინა. ამისთვის ის ხაზს უფასო ჰიდროელექტრო ენერგიის სარგებელს უსვამდა.
თუმცა დრო ზიორგელის სასიკეთოდ არ მუშაობდა, რადგან იმ წლებში ყველა ახლადაღმოჩენილ ბირთვულ ენერგიას შეჰყურებდა იმედიანად. ეს უკანასკნელი იმ პერიოდისთვის თავისი ეფექტიანობის გამო ჰიდროელექტრო ენერგიაზე გაცილებით მიმზიდველი ჩანდა. ამასთან, პროექტი იმის გამოც დაიწუნეს, რომ ის უდიდეს რესურსებს მოითხოვდა. ევროპაში კი იმ დროს არსებული რესურსები, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენას ემსახურებოდა.
ზიორგელი 1952 წლის 25 დეკემბერს მოკვდა. მისი ამბიციური და სახელგანთქმული პროექტი კი მოახლოებული ცივი ომის პერიპეტიებმა დაჩრდილა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები