ხშირად გვგონია, რომ ჩვენს ცხოვრებაში მიზნის მისაღწევად რთული გზა უნდა გავიაროთ: ზღაპრების მსგავსად, მრავალი დაბრკოლება გადავლახოთ და ისე მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

არადა ჩვენი ყოველდღიურობა ხშირად იმ შეუმჩნეველი დეტალებისგან შედგება, რომლებიც მიზნის მიღწევას გვიმარტივებს, ჩვენგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და თუნდაც წუთიერ შვებას გვგვრის.

აი, ყავის აპარატი რომ გავიხსენოთ: სამზარეულოში მობუზული მოხუცივით ამთქნარებს (ორთქლს უშვებს) და შენ გელოდება. შენ კიდევ, უბრალოდ, ღილაკს თითი უნდა დააჭირო და ცხელი ყავა ნანატრი არომატით ფინჯანში ჩამოისხმება — მორჩა, დილა ყავის სურნელით, ანუ მხნეობით დაიწყე!

ხანდახან ყავა საკმარისი არაა და გვინდა, დღე სიყვარულით დავიწყოთ. თუმცა, ყველას ცხოვრებაში როდია საყვარელი ადამიანი გვერდით. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ბედნიერების მისაღწევად ბევრი რამ გვაკლია, ამ დროს კი შეიძლება გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ფუმფულა კატა, რომელიც დილაობით სახის ალოკვით გაგაღვიძებთ და მაშინვე ფანჯრიდან შემოჭრილ მზის სხივებზე უკეთესად დაგმუხტავთ ენერგიით.

ხანდახან არც ისე რთულია სასურველი მიზნის მიღწევა, არა?

აი, სწორედ მსგავს პატარ-პატარა და მარტივ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზე მოგვითხრობს TBC Pay-ის ახალი აპლიკაციის სარეკლამო რგოლიც, რომელზეც სააგენტო Socialsharks-მა იმუშავა.

რა შუაშია TBC Pay-ის აპლიკაცია თქვენი მიზნების მიღწევასთან?

თითქმის ყველაფერთან: თუ ერთდროულად სესხი გაქვთ დასაფარი, კომუნალური გადასახადების დროც მოვიდა, სწავლის ფული გაქვთ გადასახდელი, ქველმოქმედებაში აპირებთ თანხის გადარიცხვას და კიდევ სხვა 1500 ტრანზაქციის შესრულება გსურთ, TBC Pay-ის აპლიკაცია თქვენს სმარტფონში მოთავსებული ის ჯადოსნური ჯინი იქნება, რომელიც ამ ყველაფერს თავს მოუყრის და პასუხისმგებლობებს შეგიმსუბუქებთ.

დიახ, არც ბანკის რიგში დგომა და უახლოესი გადასახდელი აპარატის მოძებნაა საჭირო ქუჩაში, რადგან თქვენ ნებისმიერი ადგილიდან შეგეძლებათ სასურველი სერვისით სარგებლობა.

თუ აქამდე ეჭვი გეპარებოდათ, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია, ამაში TBC Pay-ის აპლიკაცია ისევე ადვილად დაგარწმუნებთ, როგორც თქვენს ცხოვრებას შეამსუბუქებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.