Marvel-მა სუპერგმირების შესახებ 3 ახალი სერიალი თიზერით დააანონსა
ყოველწლიურად Super Bowl-ზე ცნობილი კომპანიები თავიანთი პროდუქტების კრეატიულ რეკლამებს გვთავაზობენ, ამავდროულად კი კინომწარმოებლები მომავალი წლის განმავლობაში დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი კინო თუ ტელემოვლენის უახლეს ტრეილერებს გვიზიარებენ, რადგან ეს ის დროა, როცა მილიონობით მაყურებელი ამერიკული საფეხბურთო სეზონის გამარჯვებულის გამოვლენასთან ერთად მოუთმენლად ელის მსგავსი სიახლეების გაგებას.
გამონაკლისი ამ მხრივ წელს არც დისნეი ყოფილა და 30-წამიანი თიზერით Marvel-ის სამყაროს შესახებ გადაღებული სამი ახალი სერიალიდან კადრები გაავრცელა:
Falcon and Winter Soldier, Loki, და WandaVision — დისნეი უახლოეს მომავალში სწორედ ამ სამ სატელევიზიო შოუს შემოგვთავაზებს, მათ შორის Loki-ის პრემიერა 2021 წელს შედგება, დანარჩენ ორს კი წლის ბოლომდე ვიხილავთ.
Falcon and Winter Soldier ამავე სახელებით ცნობილი სუპერგმირების შესახებ მოგვითხრობს, რომელთა როლებსაც ენტონი მაკი და სებასტიან სტენი შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ შოუს სიუჟეტი 2019 წელს გამოსული Avengers: Endgame-ის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. მარველის ფილმების მოყვარულებს კი კარგად ახსოვთ, რომ ამ ფილმში კაპიტანმა ამირიკამ სწორედ ენტონი მაკის პერსონაჟს დაუთმო თავისი ტიტული: თიზერში ყველასთვის ცნობილ ფარსაც ვხედავთ.
WandaVision კომიქსის მოყვარულებისთვის ასევე კარგად ნაცნობი პერსონაჟების შესახებ მოგვითხრობს, რომელთა როლებსაც ელიზაბეტ ოლსენი და პოლ ბეთანი ასრულებენ. ამ შოუს სიუჟეტური ხაზიც Avengers: Endgame-ის შემდეგ ვითარდება და ერთგვარად კლასიკური სიტკომების სტილში იქნება გადაღებული — გარეუბანში მცხოვრები ორი სუპერგმირის ცხოვრებას უკეთესად გავიცნობთ.
მართალია, ცოტა უფრო გვიან, მაგრამ მაინც ვიხილავთ მარველის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის, ლოკის შესახებ გადაღებულ სატელევიზიო შოუს, რომლის სცენარის შესახებ ჯერჯერობით ყველაფერი უცნობია, თუმცა ის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარ როლს კვლავ ტომ ჰიდლსტონი ასრულებს.
The Mandalorian-ის წარმატების შემდეგ შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ დისნეი ამჯერადაც საკმაოდ თამამ, საინტერესო და სანახაობრივ შოუებს შემოგვთავაზებს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები