კალმარის ტვინის პირველი MRI მისი კამუფლაჟის უნარის ახსნაში გვეხმარება
ქუინსლენდის ინსტიტუტის მკვევარებმა, კალმარის ტვინის დასურათებით, მისი [კალმარის] კამუფლაჟის უნარი შეისწავლეს. მეცნიერებს აინტერესებდათ ტვინის ნეირონთა რომელი ქსელები და რეგიონები აქტიურდებოდნენ მაშინ, როდესაც ცხოველი ფერს მყისიერად იცვლიდა.
აღსანიშნავია, რომ ცეფალოპოდებს (ოჯახი, რომელსაც კალმარებიც მიეკუთვნებიან) სხვა ბევრ ზღვის ცხოველთან შედარებით ძალიან რთული აგებულების ტვინი აქვთ. ცეფალოპოდის ტვინი საშუალოდ 500 მილიონი ნეირონისგან და კიდევ უფრო მეტი ნერვული კავშირისგან შედგება.
"თანამედროვე ცეფალოპოდების, ანუ კალმარების, სეპიების და რვაფეხების ტვინი სირთულით ახლოსაა ძაღლის ტვინთან და თაგვის ტვინზე კომპლექსურია", — ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი ვეი ჩუნგი.
"მაგალითად, ცეფალოპოდს ტვინში 500 მილიონზე მეტი ნეირონი აქვს, მაშინ, როცა თაგვის ტვინი 200 მილიონი ნეირონისგან, ხოლო მოლუსკის 20 000-ისგან შედგება".
ცეფალოპოდებს კამუფლაჟის საუცხოო უნარი აქვთ — მათ შეუძლიათ შეფერილობა ისე შეიცვალონ, რომ გარმოს იდეალურად შეერწყან. ეს კიდევ უფრო გასაოცარია იმის გათვალისწინებით, რომ მათ ფერადი მხედველობა არ აქვთ.
მეცნიერებმა კალმარების ტვინის დასურათებისას კონკრეტულად იმ რეგიონებს და ნეირონების იმ კავშირებს მიაგნეს, რომლებიც კამუფლაჟს განაპირობებენ.
პროფესორი ჩუნგი მიიჩნევს, რომ კალმარების კამუფლაჟის უნარი ამყარებს კონვერგენციული ევოლუციის ჰიპოთეზას. ჰიპოთეზის მიხედვით, ევოლუციის მსვლელობისას ცხოველთა სახეობებში ერთნაირი ნიშანთვისებები აღმოცენდეს ისე, რომ ამ სახეობებს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ.
ცეფალოპოდების ნერვული სისტემის ნაწილები ძალიან წააგავს ხერხემლიანთა ნერვულ სისტემას.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კალმარის ტვინის შესწავლით და ახალი საბუთების მოძიებით, მალე გავიგებთ როგორ ახერხებენ კალმარები ასეთ ფერის ცვალებას და რას ამბობს მათი უცნაური შეგუებულობა ევოლუციაზე.
კომენტარები