ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი პენსიონერებისთვის დროებით გაიხსნა — გამგებელი
საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით და მხოლოდ პენსიონერებისთვის დროებით გახსნა. ოკუპირებული რეგიონიდან ხუთი თვის განმავლობაში პირველად სამარშრუტო ტაქსი გამოვიდა, რომელშიც რამდენიმე ასაკოვანი პირი იჯდა. მათი თქმით, ოჯახის წევრების ნახვას და პენსიის აღებას აპირებენ.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტი 10 დღით გაიხსნა და გადმოსვლა ჯერ მხოლოდ იმ პენსიონერებს შეუძლიათ, რომლებსაც არ აქვთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშვი და იღებენ მხოლოდ ქართულ პენსიას.
ახალგორელი მოახლეობა ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა, რაც, საბოლოოდ, პროტესტში გადაიზარდა. მათ დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვს განუცხადეს, რომ თუ გამშვებს პუნქტს არ გახსნიდა ისინი ე.წ. პასპორტებს დათმობდნენ, რადგან ოკუპირებულ რეგიონში არც პენსია ჰქონდათ და არც სამსახური, რომ თავი ერჩინათ ან სამედიცინო დახმარება მიეღოთ. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ადგილობრივები პენსიის ასაღებად გადასვლას და უკან დაბრუნებას შეძლებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება გამშვები პუნქტი ავადმყოფებისთვის.
ჩაკეტილი გამშვები პუნქტები და ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობა ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაპირისპირების მიზეზი აგვისტოს ბოლოს გახდა. დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას ტერიტორია მათ მიერ ოკუპირებული სოფელ წნელისის შემადგენლობაში შედიოდა და პოლიციის საგუშაგოს დაშლას მოითხოვდა, რისთვისაც ქართულ მხარეს ულტიმატუმი წამოუყენა და რამდენიმე საათი მისცა. რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
ქართულმა მხარემ მოთხოვნები არ შეასრულა და საგუშაგო არ დაშალა. პასუხად, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ "ჰუმანიტარულ ოპერაციას" დაიწყებდნენ და ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, რამაც ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
მოსახლეობას რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება არ შეეძლო და ვერც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდა. იმის გამო, რომ ე.წ.-მა მესაზღვრეებმა პაციენტი გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს, ის გარდაიცვალა.
პაციენტების დახმარების მიზნით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიპარა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც დააკავეს და ე.წ. საზღვრის არაღიარების გამო 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გაფრინდაშვილი სამთვიანი პატიმრობის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტმა შეიწყალა.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები