ირმა ინაშვილი NDI-სა და IRI-ს კვლევებს ტერორს ადარებს და ლორა თორნტონის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს, NDI-სა და IRI-ს ისევ დაუპირისპირდა. ის საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ტერორს ადარებს, მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს და NDI-ს დირექტორის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
"ეს ე.წ. კვლევები პირდაპირ უქმნის საშიშროებას ჩვენს სახელმწიფოს და უკვე იქცა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად. ტერორიზმი ყველას მოგეხსენებათ რა მოვლენაც არის. ტერორის ფორმები განსხვავებულია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც აკეთებს NDI-სა და IRI-ს თბილისის ოფისების მენეჯმენტი ადგილობრივ ქართულ კომპანიასთან ერთად, ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა", — განაცხადა მან სპეციალურად ამ საკითხისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე.
ინაშვილი ამტკიცებს, რომ ამ ორგანიზაციების ქართული ოფისები კვლევებსა და გამოკითხვებს აყალბებენ, რაც "ნაციონალური მოძრაობისადმი მათი პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო ხდება". დისკრედიტაციისთვის ის იშველიებს მისივე პარტიის ჩატარებულ გამოკითხვას და ამტკიცებს, რომ 28 517 გამოკითხულიდან ვერ იპოვეს ერთი ადამიანიც კი, რომელსაც NDI-ს კვლევაში მიუღია მონაწილეობა. ამ არგუმენტზე დაყრდნობით ის ამტკიცებს, რომ NDI-ს დირექტორი ლორა თორნტონი კორუფციულ სქემაშია ჩართული.
"NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში. ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელმწიფოს სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თორნტონის წინააღმდეგ გამოძიებას ითხოვს.
დეპუტატი, ასევე, აღნიშნავს, რომ "არ აპირებენ მხოლოდ ბრიფინგების ჩატარებას" და 26 იანვრიდან დაიწყება "NDI-სა და IRI-ს მამხილებელი კამპანია". კერძოდ, ის ამბობს, რომ შეიკრიბებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, რადგან ორივე მათგანი ამერიკული ორგანიზაციებია და მოუწოდებენ შტატების ხელისუფლებას, რომ "შეაჩეროს ეს ტყუილი". მისივე თქმით, ამ ინფორმაციას მიაწვდიან ამერიკის შეერთებული შტატების სენატს, კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის ახალ ელჩს საქართველოში.
ინაშვილი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება მიაქციონ ან საერთოდ აიკრძალოს ქვეყანაში ამ ორგანიზაციების საქმიანობა.
"ეს უბედურება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს... საერთოდაც, საბოლოო ჯამში, ვითხოვთ, რომ აიკრძალოს ამ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში. ან შეცვალონ მენეჯმენტი და თუ კვლევას ატარებენ, ეს კვლევა სტანდარტს ექვემდებარებოდეს, ან წაბრძანდნენ საქართველოდან", — განახადა მან.
NDI-ს ბოლო კვლევა 16 იანვარს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, პატრიოტთა ალიანსს გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პარტიას ამომრჩეველთა 3% მისცემს ხმას. სწორედ ამ კვლევას გამოეხმაურა ინაშვილი და განაცხადა, რომ ორგანიზაცია სხვა პარტიებს მაჩვენებელს უზრდის, მათ კი აკლებს.
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
კომენტარები