ფინანსთა სამინისტრომ დღეს, 10 მაისს, გამოაქვეყნა ბიუჯეტის ხარჯვის 3 თვის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ყველაზე მეტი ფული დაიხარჯა სოციალურ დაცვაზე, ხოლო, ყველაზე ნაკლები - გარემოს დაცვასა და საბინაო-კომუნალური პრობლემების მოგავრებაზე.

კატეგორიების მიხედვით, 2016 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი ასე დაიხარჯა:

სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის  დაფინანსების სტრუქტურა

სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის დაფინანსების სტრუქტურა

ფოტო: ფინანსთა სამინისტრო

  • სოციალური დაცვის სფეროს დასაფინანსებლად, გეგმით განსაზღვრული იყო დაახლოებით 569 მილიონი ლარის დახარჯვამ, საკასო შესრულებამ კი 565 მილიონი შეადგინა.
  • საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს დასაფინანსებლად დაიგეგმა 427 მილიონი ლარის ხარჯვა, რეალურად კი 398,4 მილიონით შესრულდა.
  • საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში გეგმით თითქმის 247 მილიონი ლარი განისაზღვრა და შესრულდა 225 მილიონი ლარით.
  • განათლების სფეროს დასაფინანსებლად დაგეგმილი იყო 244 მილიონამდე ლარის დახარჯვა, დაიხარჯა 218,3 მილიონი.
  • თავდაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად დაახლოებით, 172 მილიონი ლარის დახარჯვა დაიგეგმა, თუმცა გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და ხარჯვითმა ნაწილმა 172 ,9 მილიონი ლარი შეადგინა.
  • ეკონომიკური საქმიანობის სფეროს დასაფინანსებლად გათვალისწინებული იყო 182,6 მილიონი ლარი, თუმცა გეგმა მხოლოდ 77.7%-ით (157,940 100 ლარი) შესრულდა.
  • ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განისაზღვრა თითქმის 231 მილიონი ლარით და შესრულდა დაახლოებით 230 მილონი ლარით.
  • დასვენების, კულტურის და რელიგიის სფეროს დასაფინანსებლად განსაზღვრული იყო 64 437 000 ლარი, თუმცა, 10 მილიონზე ნაკლებით შესრულდა.
  • რაც შეეხება გარემოს დაცვის სფეროს დაფინანსებას, განსაზღვრული იყო 10 მილიონამდე ლარის დახარჯვა. გეგმა 97.5%-ით შესრულდა.

ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის მიმოხილვას პარლამენტი განიხილავს.