ხოაკინ ფენიქსს ამ წლის ყველა დაჯილდოებაზე ერთი და იგივე სამოსი ეცმევა
5 იანვარს ლოს-ანჯელესში, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გამართულ ოქროს გლობუსის 77-ე დაჯილდოებაზე მსახიობი ხოაკინ ფენიქსი ჯერ წითელ ხალიჩაზე, მოგვიანებით კი სცენაზე კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მიღებული ჯილდოს ასაღებად სცენაზე Stella McCartney-ის კოსტიუმით წარსდგა.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ამ სამოსით ის უკანასკნელად არ გვიხილავს: სახელოვანმა ბრიტანელმა დიზაინერმა, სტელა მაკარტნიმ, რომელიც ამავდროულად ცხოველების უფლებების ცნობილი დამცველიცაა, ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ მსახიობი ხოაკინ ფენიქსი მის მიერ შექმნილ კოსტიუმს ამ წლის ყველა დაჯილდოებაზე ჩაიცვამს.
"მას ჩემი ბრენდის ტანსაცმელი აცვია, რადგან მან არჩევანი პლანეტისა და მისი ყველა ქმნილების მომავლის სასარგებლოდ გააკეთა. მან ასევე გადაწყვიტა, რომ ეს ერთი და იგივე კოსტიუმი ეცვას ყველა დაჯილდოებაზე, რათა გარემოს დაბინძურება შეამციროს", — წერს მაკარტნი.
მოდის სამყაროში სტელა მაკარტნიმ სახელი თავისი პოლიტიკური განცხადებებით გაითქვა: ის აქტიურად ეწინააღმდეგება ცხოველების წამებასა და ექსპლუატაციას, რის გამოც ის საერთოდ არ იყენებს ცხოველების ტყავს, ბეწვსა თუ ბუმბულს სამოსის შექმნისას.
როგორც ვიცით, თავად ხოაკინ ფენიქსიც სამსახიობო კარიერასთან ერთად აქტიურად იბრძვის ცხოველების უფლებების დაცვისთვის. მაგალითად, ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე უცხოური პრესის ასოციაციას მადლობა საჯაროდ გადაუხადა, რომ ცერემონიის ფარგლებში მხოლოდ ვეგანური საკვები იყო წარმოდგენილი:
"ძალიან გაბედული გადაწყვეტილებაა, რომ ამ საღამოს მხოლოდ მცენარეული საკვების მირთმევა შეგვეძლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ყველასთვის".
10 იანვარს კი ჯეინ ფონდას მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სადაც ასეულობით დემონსტრანტი კლიმატის ცვლილების მოსალოდნელ შედეგებთან ბრძოლის არასათანადო მეთოდებს აპროტესტებდა, ხოაკინ ფენიქსი დააპატიმრეს.
სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ მსახიობი ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზეც წარადგინა ჯოკერის როლის შესრულებისთვის ნომინაციაში მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი, შესაბამისად მას სულ მალე, 10 თებერვალს ოსკარების დაჯილდოებაზეც ვიხილავთ.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები