"გვიშველეთ" — 6 წლის გოგომ მისალოც ბარათში ჩინეთის ციხის პატიმრის წერილი იპოვა
ფოტო: Dominic Lipinski/Press Association
ლონდონში მცხოვრებმა 6 წლის ბავშვმა საშობაო მისალოც ბარათში შემთხვევით აღმოაჩინა ხელნაწერი, რომლის ავტორიც ჩინეთის ციხიდან შველას ითხოვდა. Sunday Times-ის ცნობით, ეს შემაშფოთებელი გზავნილი ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელის, Tesco-ს ერთ-ერთ ჩვეულებრივ მაღაზიაში შეძენილ ბარათზე იყო დაწერილი.
"ჩინეთში, ქალაქ შანხაიში მდებარე ციხის უცხოელი პატიმრები ვართ, რომლებსაც მუშაობას გვაიძულებენ. გთხოვთ, გვიშველეთ და ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებს შეატყობინეთ" — ვკითხულობთ ბარათზე არსებულ ხელნაწერ ტექსტში.
ბარათზე აღმოჩენილი შეტყობინების ირგვლივ გამოწვეული მედიის დაინტერესების შემდეგ მაღაზიათა ქსელმა Tesco-მ ამ პროდუქციის მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობა გამოძიების დასრულებამდე შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ამ მისალოცი ბარათის მწარმოებელი კომპანია სწორედ შანხაიში აღნიშნული ციხის მახლობლად მდებარეობს.
შეტყობინებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მისი მიმღები ჟურნალისტ პიტერ ჰამპრის დაკავშირებოდა, რომელიც 2013 წლიდან 2015 წლამდე სწორედ შანხაის ციხის პატიმარი იყო.
ფოტო: Twitter
მისალოცი ბარათების მწარმოებელი კომპანია Zhejiang Yunguang Printing აცხადებს, რომ იძულებითი შრომის ბრალდება უსაფუძვლოა და მათ არასდროს უთანამშრომლიათ ციხესთან. მაღაზიათა ქსელ Tesco-ს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ New York Times-ში გაკეთებული განცხადების თანახმად კი, ნოემბერში ეს ჩინური მომწოდებელი დამოუკიდებლად შეამოწმეს და ციხის პატიმრების შრომა არ დადასტურებულა.
ამ შემთხვევას გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც და ამ ბრალდებას ჟურნალისტ ჰამპრის მიერ გამოგონილი "ფარსი" უწოდა. ჟურნალისტს კი სჯერა, რომ ეს შეტყობინება იმ პატიმრებმა დაწერეს, რომლებიც მასთან ერთად შანხაის ციხის საკანში იყვნენ. მათი უსაფრთხოების გამო კი მათ სახელებს არ ასახელებს.
New York Times-ის ცნობით, შეტყობინება 6 წლის ფლორენს ვიდიკომბმა აღმოაჩინა, რომელიც ერთი კვირის წინ თავისი კლასელებისთვის მისალოც საშობაო ბარათებს ამზადებდა. წარწერის ნახვის შემდეგ ფლორენსის მამა ჟურნალისტ პიტერ ჰამპრის LinkedIn-ის საშუალებით დაუკავშირდა, როგორც ამას ბარათზე არსებული წარწერის ავტორი ითხოვდა.
ჯერჯერობით რთული დასადგენია შეტყობინების ავთენტურობა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსგავსმა შემთხვევამ საერთაშორისო დაინტერესება გამოიწვია. მაგალითად, 2012 წელს ორეგონის შტატში მცხოვრებმა ქალმა აღმოაჩინა წერილი, რომლის ავტორიც ამბობდა, რომ ჩინეთის ერთ-ერთი სამუშაო ბანაკის ტყვე იყო, რომელსაც იძულებით ამუშავებდნენ და ჰელოუინის დეკორაციებს ამზადებინებდნენ. პატიმარი, რომელმაც წერილი დაწერა, 2010 წელს გათავისუფლდა და მედიაში გასული რეპორტაჟების შემდეგ დაადასტურა, რომ წერილის ავტორი თავად იყო.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები