ჩვენმა პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ჩვენი პარლამენტის გადაწყვეტილებას — წულუკიანი მოსამართლეების დანიშვნაზე
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, უზენაესის მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ევროპელმა პარტნიორებმა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ.
"სხვ მხრივ ეს სახელმწიფო ვერ შედგება, ჩვენ თუ ყველას ტაშს დავუკრავთ, მოდი და გაგვაკრიტიკე", — ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა თავისუფალ თემაში განაცხადა.
ამავე დროს, ის ამბობს, რომ ევროპელი პარტნიორების მოსაზრება მნიშვნელოვანი და საყურადღებოა:
"გუშინდელ და დღევანდელ განცხადებებს არ ვგულისხმობ, უფრო წინა დღეებში გაკეთებული განცხადებები, რომლებიც სავსე იყო მხოლოდ ნეგატივით, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო იყო, რადგან, რეალურად, ამ ყველაფერს არაობიექტურობის ელფერი ჰქონდა".
მისივე თქმით, შვიდი წლის მანძილზე ქართულმა ოცნებამ სასამართლო სისტემის ოთხი ფუნდამენტური რეფორმა გაატარა მაშინც, როცა ევროპაში კანონის მიღებას ან მუხლის შეცვლას ორი წელი სჭირდება. მისივე თქმით, პარტნიორებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისთვის უკეთესი მუშაობაა საჭირო.
"ჩვენს ქვეყანაში არის ბევრი გამოწვევა, ბევრი სისტემატური გარდაქმნა კიდევ არის აუცილებელია. ის, რომ ჩვენმა მეგობრებმა პატივი უნდა სცენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, იმიტომ რომ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტი, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს. მე რჩევაც მივეცი ევროპელებს, რომ თქვენც ჩაატარეთ-მეთქი ლაივში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა, რასაც, რა თქმა უნდა, არ გააკეთებენ, რადგან ეს გაუგონარი რამ არის რაც ჩვენ გავაკეთეთ", — განაცხადა წულუკიანმა.
მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის პროტესტისა ქართულმა ოცნებამ უზენაეს სასამართლოში უვადოდ 14 კანდიდატი დანიშნა. ისინი 20 კაციანი სიიდან იყვნენ შერჩეული. მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც და განაცხადა, რომ სიაში მოხვდა კანდიდატთა ის ნაწილი, ვინც "მოსმენებისას ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი".
უზენაესის უვადო მოსამართლეებს შორის არიან ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი ყოფილი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე. გარდა ამისა, უვადო მოსამართლეები გახდნენ მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე და ალექსანდრე წულაძე.
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
კომენტარები