ღორი: ემპათიისგან დაცლილი პოეზია
გუშინ, 3 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ქართველი რეჟისორის, გიგა ლიკლიკაძის ფილმ ღორის ქართული ჩვენება გაიმართა. ფილმის ირგვლივ ქართველ კინომანებში იმდენი დადებითი შეფასება ვრცელდებოდა, რომ სეანსზე მისულს ფილმი ლამის უკვე უნახავად მომწონდა — თანამედროვე ქართული კინოს მისამართით იშვიათად თუ იმეტებენ ასეთ საქებარ შეფასებებს.
ღორის ჩვენების დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მოლოდინები ისეთივე ფუჭი იყო, როგორც ამ ფილმის გმირების, რამოსა და მახოსი, რომლებმაც 20 წლის ბიჭი, ბაჩანა დაატყვევეს და მის ოჯახს გამოსასყიდის სახით 300 ლარი მოსთხოვეს — ბაჩანას ოჯახს უბრალოდ არ შეუძლია ამ ფულის მოტანა, სანაცვლოდ კი გამტაცებლებს ღორი შესთავაზეს.
პირველი დიდი იმედგაცრუება 90-იანი წლების სურნელი იყო, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ველოდი ამ ფილმში, რადგან ვისაც მანამდე ჰქონდა ნანახი გიგა ლიკლიკაძის ეს სადებიუტო ნამუშევარი, ამბობდა, რომ, როგორც იქნა, ქართული კინო გათავისუფლდა კლიშეებისგან და სრულიად ახალი სათქმელიც გაისმა მასში. ვფიქრობ, ეს წარმოდგენა იმიტომ შეიქმნა, რომ ფილმის სიუჟეტი ერთი შეხედვით დაცლილია უკვე ყველასთვის მოსაბეზრებელი ელემენტებით: ვერა-ვაკელი ბიჭები, ნარკოტიკის შოვნაზე ჩალიჩი და საქმეების ქურდული გარჩევა. არადა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 90-იანი წლების კვალი თბილისის გარეთაც შეიმჩნეოდა (მანამდეც და ახლაც) და რეგიონებსა თუ სოფლებშიც იყვნენ კრიმინალური სუბიექტები, რომლებმაც გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობისგან თავდასაღწევად შვება მოსაწევსა თუ ქუჩის კაცურ გარჩევებში იპოვეს. ამ კინოსურათშიც ამ კუთხით ახალი და განსაკუთრებული არაფერია, გარდა იმ დიალექტური ფორმისა, რომლითაც ღორის პერსონაჟები საუბრობენ და რამაც, რატომღაც კინოთეატრ ამირანში შეკრებილი მაყურებლები მეტისმეტად გაახალისა — ესეც კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად ეგზოტიკურად აღიქვამს დედაქალაქში მცხოვრები მაყურებელი მისგან სულ რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ თანამემამულეებს.
რეჟისორს ამ ფილმით, ალბათ, მშვენივრად გამოუვიდა იმის ჩვენება, რომ 90-იანი წლების ატმოსფერო თბილისში ღამის კლუბებმა და ქუჩაში ფერადი თმებით მოსიარულეებმა შეიძლება გააუფერულეს, თუმცა ის გაცილებით დიდხანს გაიწელა პერიფერიებში. თანაც იმდენად დიდხანს, რომ მან "ახალ ბერლინში", თბილისში მცხოვრები საზოგადოებისთვის კომიკური სახეც კი მიიღოს — აი, სად ვორონცოველი გიუშა, საქმეს რომ გირჩევს და სად აღმოსავლეთ საქართველოს რომელიღაც სოფელში მცხოვრები მახო, რომლის მუქარა და გინება მაყურებელს სასაცილოდაც კი არ ჰყოფნის. აქვე უნდა აღინიშნოს მსახიობების დამსახურება, რომლებმაც ნამდვილად მოახერხეს და თანამედროვე ქართული კინოსთვის იშვიათი — მეტ-ნაკლებად ბუნებრივად წარმართული დიალოგები შემოგვთავაზეს.
კიდევ ერთი შეფასება, რომელიც ამ ფილმის მისამართით მოვისმინე, იყო ის, რომ კინოსურათი იდეალურად აღწერს ჩვენი ქვეყნის პარალელურ რეალობას, რამაც მაყურებლები გააოგნა. ამ შთაბეჭდილებით კი მე დავრჩი გაოცებული: რომელ პარალელურ რეალობას — სადაც ღარიბი ადამიანები ცხოვრობენ? თუ თბილისში პირადი მანქანით არ მოძრაობ და ძირითადად ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდები, ასეთ დროს კი მხოლოდ ძვირად ღირებული სმარტფონის ეკრანს არ ხარ ჩაშტერებული, ამ შემთხვევაშიც კი არ დაგჭირდება პარალელური რეალობის ძიება, ის შენ ცხვირწინაა და ძალდატანების გარეშე შენიშნავ. შეგიძლია, თავშესაქცევად ისიც კი დაითვალო, ქუჩაში გამოსული რამდენი ადამიანი შეგხვდება, რომელიც მოწყალებას ითხოვს.
პარალელურ სამყაროსთან ერთად ბევრმა ამ ფილმში უჩვეულო პოეტურობაც შენიშნა, მე - ოდნავადაც ვერა. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ თბილისის რომელიმე ფეშენებელურ კორპუსში არ გავზრდილვარ და ბავშვობა სწორედ მახოს, რამოსა და ბაჩანასნაირი ბიჭების გარემოცვაში გავატარე. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მაყურებლის ნაწილს მთელი გულით სურდა სიუჟეტის მთელ აბსურდულობაში პოეზიის ნიშნები ეპოვა, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ამ ისტორიაში არაფერი იყო პოეტური: პირველ წელს, როცა თბილისში ჩამოვედი სასწავლებლად, იტალიურ ეზოში ნაქირავებ ბინაში ასევე სტუდენტ მეგობრებთან ერთად ვცხოვრობდი, როცა ორი, ზუსტად მახოს და რამოსნაირი — ერთს პირობითი ჰქონდა მისჯილი — პოეტური გმირები ღამით დაუპატიჟებლად გვესტუმრნენ, ჯერ ჩარკვიანის სიმღერა მოგვასმენინეს, შემდეგ კი დაგვაშანტაჟეს და დაგვაყაჩაღეს. ალბათ, იყო ამ ისტორიაში რაღაც პოეტური, ისევე, როგორც ღორის ფინალისკენ გამტაცებლებისა და გატაცებულის საერთო ცეკვა, მაგრამ ის ტიპები ახლა ციხეში სხედან, მე კი ჩარკვიანს ვეღარ ვუსმენ.
ჰო, კარზე რომ მოულოდნელად აკაკუნებენ, მაგისაც მას შემდეგ მეშინია.
მთელი ფილმის განმავლობაში გულით მსურდა, რომ იმ სწორხაზოვან სიუჟეტში სოლიდარობის ნიშნები მეპოვა, აი, სულ პაწაწინა ნიშანი, რითიც პერსონაჟების თანაგრძნობას მცირედით მაინც შევძლებდი. მაგრამ, ვერა, მე ვერ შევძელი ამის დანახვა. მაყურებლის ნაწილი უკმაყოფილო დარჩა ფილმში ქალის რეპრეზენტაციით — ფინალისკენ გამოჩენილ ერთადერთ პერსონაჟ ქალს ისე ეპყრობიან, როგორც ნივთს, რომელიც ხმას არ იღებს და ისე ექცევიან, როგორც მოეპრიანებათ. ბევრმა ეს დეტალი არაფემინისტურად აღიქვა, მე კი ყველაზე მეტად სწორედ ეს არ გამკვირვებია: ერთი და იგივე სოციალური ფენის წარმომადგენლები არსებულ უსამართლო ეკონომიკურ წესრიგზე გაბრაზების ნაცლად იმდენად დამამცირებლად ეპყრობიან ერთმანეთს, რომ სულაც არ გავუოცებივარ კაცების გარემოცვაში გამოჩენილი ქალი მაშინვე ხელიდან ხელში გადასატარებელ სათამაშოდ თუ იქცა.
ფილმმა, რომელსაც მაყურებლისთვის "პარალელური რეალობა" უნდა ეჩვენებინა, თანაგრძნობა გამოეწვია ან სულ მინიმუმ გაბრაზება მაინც, დოკუმენტური კინოსავით უბრალოდ აღწერა მდგომარეობა, რომელიც მომაბეზრებელ ტირადად იქცა, რაც ზოგს კომიკურად ეჩვენა, ზოგს კიდევ პოეტურად. ჩემი იმედგაცრუება, ალბათ, კიდევ იმის ბრალია, რომ პოეზია იშვიათად მომწონს.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები